მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?

თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე...

კონტე – შიდა ჩემპიონატების სპეციალისტი

მწვრთნელებს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების მიხედვით რომ აფასებდნენ ანტონიო კონტე ულაპარაკოდ პირველთა შორის იქნებოდა. იტალიელი კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნაში უბადლოა. მას ეხერხება ხანგრძლივ შეჯიბრებებში გამარჯვება, რომლებიც სტაბილურობასა მოითხოვენ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო შეჯიბრებისა, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მთლად ამ...

ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ

დაახლოებით ერთი წლის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ კიდევ ბევრი წლით სიამოვნებით დარჩებოდა „პარი სენ ჟერმენში’’. მაშინ ესპანელ მწვრთნელს ახალი ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი 2027 წლამდე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარულიც ჯერ არ განეცადა. „ათი წლით თუ დავრჩები? იმედი მაქვს, რომ...

ლუის ენრიკე: რწმენა არ იყიდება!

„პარი სენ ჟერმენმა’’ პარასკევს „ოსერს’’ სტუმრად 1:0 მოუგო. ეს იყო ძნელი, მაგრამ საჭირო გამარჯვება. პარიზელები მეტწილად აღმაფრენით არ თამაშობდნენ, თუმცა 80-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ მაინც მოახერხა შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა: - ვფიქრობ, ყველაფერი...

რამუშზე ატლეტიკოში ფიქრობენ

 „ატლეტიკოს’’ არგენტინელი ვარსკვლავი ხულიან ალვარესი სავარაუდოდ კლუბიდან წავა. მას აკავშირებენ „ბარსელონასთან’’, „ჩელსისთან’’ და „არსენალთან’’. შესაბამისად „როხიბლანკოს’’ თავდამსხმელის შემცვლელი დასჭირდება. „მარკას’’ ინფორმაციით მადრიდელთა სპორტული დირექტორი  მატეუ ალემანი ზაფხულისთვის ემზადება. მას ალვარესის გარდა გასარკვევი აქვს ანტუან გრიზმანისა და ალექსანდერ სორლოთის ამბავიც. კერძოდ,...

რამ გააცეცხლა ემერი?

„ასტონ ვილამ’’ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს’’ 1:0 მოუგო. ეს იყო ევროპის ლიგის შეხვედრა, რომელშიც ყველაზე დიდი ყურადღება განრისხებულმა უნაი ემერიმ მიიპყრო. მან თავის ფეხბურთელს იური ტილემანსს ხელი ჰკრა. ამ შეხვედრაში ემერიმ სამი მოთამაშე შეცვალა. მათ შორის ბოლო იყო ტილემანსი. ბელგიელის ნაცვლად მოედანზე...

რა მდგომარეობა აქვს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ?

„პარი სენ ჟერმენი’’ წნეხის ქვეშაა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სამშაბათს ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო ― ეს იყო მიმდინარე სეზონში პარიზელთა მეორე მარცხი ევროპულ ასპარეზზე. ოთხშაბათს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-7 ტური დასრულდა და ბოლო ტურის წინ ცხრილი გამოიკვეთა: თუკი ლუის ენრიკეს...

არაო, მაგრამო…

იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო: „ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს...

მაროკოელები მეკარეს პირსახოცს პარავდნენ

აფრიკის ერთა თასს ისეთი გიჟური ფინალი ჰქონდა, რომ ყველა სხვა საფეხბურთო თემა გადაფარა. შეხვედრის ბოლო წუთებში, იმის გამო, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა. შეხვედრა მთელი 20 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, მაგრამ მსოფლიოს წინაშე უარყოფითად მაინც...

ლუის ენრიკეს ბრაჰიმ დიასის შესახებ ჰკითხეს

„რეალის’’ შემტევმა ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალის კარში პენალტი დაარტყა. მისი შესრულებული „პანენკა’’ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს პირდაპირ ხელში მიუვიდა, რის გამოც მაროკომ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან. ამ ეპიზოდმა ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ დიასის...

ინგლისში მამარდას კარში გატანილ გოლს არჩევენ

„ლივერპულის’’ შოტლანდიელმა მცველმა ენდი რობერტსონმა თქვა, რომ დომინიკ სობოსლაიმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მიზეზი: უხეში შეცდომა, რომლის გამოც ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ბარნსლიმ’’ გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 4:1 „წითლების’’ სასარგებლოდ, მაგრამ მკაცრმა ინგლისურმა მედიამ უნგრელი ვარსკვლავის შეცდომა განსჯის...

მბაპე თავის ეროვნებას არკვევს

ეტან მბაპე აფრიკის ერთა თასზე ალჟირის ნაკრების შეხვედრებს ყურადღებით ადევნებს თვალს. თავის მხრივ ალჟირელებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან საფრანგეთის ნაკრების კაპიტნისა და „რეალის’’ ვარსკვლავის კილიან მბაპეს ძმის თამაშს ― „პარიზიენმა’’ შეიტყო, რომ ნოემბერში ალჟირულ პრესასა და „ფრანს ფუტბოლში’’ გამოქვეყნებული ინფორმაცია...

ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა

მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენმა’’ პენალტების სერიით ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და საფრანგეთის სუპერთასი. პირველი მსხვერპლი გახლდათ „ტოტენჰემი’’, მეორე - „ფლამენგო’’, ხოლო მესამე - „მარსელი’’. 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს ლუის ენრიკეს გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე...

კაპელო: მსაჯებს მაფია აქვთ!

ესპანურ „მარკასთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკრიტიკა VAR და ის მსაჯები, ვინც ამ ვიდეოსისტემას მართავს. „მსაჯებს მაფია აქვთ. ისინი VAR-ის საქმეებში ყოფილ ფეხბურთელებს არ რევენ. მაგალითად, როდესაც ერთ მოთამაშეს სახეში მეორის ხელი ხვდება და ის ეცემა, თამაში ჩერდება....

ამბობენ, რომ დღეს კვარაცხელია არ იქნება

დღეს პარიზული დერბია, „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს და როგორც საფრანგეთის დედაქალაქის გაზეთი „პარიზიენი’’ წერს, ამ შეხვედრაში მონაწილეობის დიდი შანსი უპირატესად პსჟ-ს იმ ფეხბურთელებს აქვთ, რომლებმაც ახალი წლის წინ თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ვენდე ფონტენეს’’4:0 მოუგეს. მიზეზი: ერთი კვირის შემდეგ ლუის...

ყველაზე სველი აფრიკა

აფრიკის ერთა თასი საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა იყო ყურადსაღები ჯგუფურ ეტაპზე. ფლეი-ოფის წინ ამ მასშტაბური შეჯიბრების პირველი ეტაპის გადახედვა უპრიანი უნდა იყოს. ფავორიტებმა გაამართლეს. ორი წლის წინ ალჟირმა, ტუნისმა და განამ ჯგუფიდან ვერ გააღწიეს, ამჯერად...

მეცის ფეხბურთელი ხანძარში მოჰყვა

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის კლუბმა „მეცმა’’ გაავრცელა განცხადება, რომ მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ტაირის დოს სანტოსი შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში, ბარში გაჩენილ ხანძარში მოჰყვა და დაშავებულია. მოგეხსენებათ, სათხილამურო კურორტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას დაახლოებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლუბი იტყობინება, რომ...

შერკი, სიტის ახალი ვარსკვლავი

ჟორჟ მიქაუტაძის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი რაიან შერკი „მანჩესტერ სიტიში’’ ძალიან დაიხვეწა. ფრანგ ნახევარმცველზე ადრე ამბობდნენ, რომ ის ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც საჭირო კალაპოტში სჭირდება მოქცევა, ახლა კი ამბობენ, რომ იგი საუკეთესოდ იყენებს თვისებას, რომლის კალაპოტში მოქცევასაც ადრე ასე ცდილობდნენ:...

ჰაკიმი გულშემატკივარს შემოსწყრა

აფრიკის თასზე ზამბია და ჩემპიონატის მასპინძელი მაროკო დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ხვდებიან ერთმანეთს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელშიც ჯგუფიდან გამსვლელ-დამრჩენის ვინაობა უნდა გაირკვეს. წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მაროკოელთა მწვრთნელი ვალიდ რეგრაგუი და 2025 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი აშრაფ...

რა უნდა ამ ზამთარს ნაპოლის?

ქართულ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლი’’ გიორგი წიტაიშვილის შეძენაზე ფიქრობს. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ calciomercato-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც „აძურის’’ სატრანსფერო სტრატეგიაა განმარტებული. საიტი წერს, რომ პარტენოპეელები სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობენ. მათ მოიგეს იტალიის სუპერთასი და სურთ დაძლიონ რთული ამოცანა, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში....

რეალი მცველებზე ფიქრობს

„რეალი’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ათასი ჭორით გარშემორტყმული ხვდება. მადრიდელებმა ენდრიკი „ლიონს’’ მიაქირავეს, რასაც მყისვე მოჰყვა ხმები სხვადასხვა შესაძლო ახალწვეულების შესახებ. „ლოს ბლანკოსთან’’ დაკავშირებული საიტები კი ცდილობენ ეს ხმები გააბათილონ. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა შუა სეზონში ახალი...

რას ნიშნავს ეთიკის ბონუსი?

თუ კილიან მბაპე თავის ყოფილ კლუბს „პარი სენ ჟერმენს’’ სასამართლო დავას მოუგებს და დაამტკიცებს, რომ ხელფასი და პრემიები დააკლეს, მისი ჯიბე 60 მილიონი ევროთი შეივსება. დიდი ალბათობით საქმე აქეთკენაც მიდის, მაგრამ არის ერთი რამ, რამაც ცნობისწადილი გამოიწვია: პარიზულ კლუბს...

რა ხდება დემბელეს და ბარკოლას თავს?

„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე? მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში...

რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა

მაროკოს ნაკრებმა აფრიკის თასის პირველ შეხვედრაში კომოროს ეროვნულ გუნდთან 2:0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებულთა მწვრთნელს ვალიდ რეგრაგის დაუსვეს გუნდის კაპიტნისა და მთავარი ვარსკვლავის აშრაფ ჰაკიმის ჯანმრთელობას ეხებოდა. ინტერესის ასეთი გაღვივება გარკვეულწილად თავად რეგრაგის ბრალი იყო,...

რაფინიამ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება

37 წლის რაფინიამ, ოფიციალურად რაფაელ ალკანტარამ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ბრაზილიელი მაზინიოს შვილმა და ტიაგო ალკანატარას უფროსმა ძმამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ორშაბათს მან ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. რაფინია „ბარსელონას’’ აღზრდილია, თამაშობდა კატალონიელთა B და მთავარ გუნდებში, საიდანაც იჯარით გადავიდა...

საფონოვი შინაურია და შევალიე არა?

თუკი დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები რამეზე ლაპარაკობენ ეს მეკარეების საკითხია. რუსმა მატვეი საფონოვმა ლუკა შევალიეს ტრავმით ისარგებლა და რამდენიმე შეხვედრაში ისე ეფექტურად ითამაშა, რომ როგორც Maxifoot წერს, კარში იერარქია შეარყია. შეგახსენებთ, რომ შევალიე ნოემბრის ბოლოს „მონაკოსთან’’ (0:1) შეხვედრაში დაშავდა...

ხოსელუ: ორმაგი გრძნობა რეალის გასახდელში

„რეალის’’ ყოფილი თავდამსხმელი ხოსელუ ყატარში „ალ-გარაფაში’’ თამაშობს, სადაც თავს ჩინებულად გრძნობს, უპირველეს ყოვლისა მატერიალური თვალსაზრისით. მას შეეძლო კარიერა მადრიდში გაეგრძელებინა ან რომელიმე ევროპულ გუნდში გადასულიყო, მაგრამ აზიიდან იმდენად კარგი წინადადება მიიღო, რომ ბევრი აღარ უფიქრია. ხოსელუ „რეალში’’ ორი წლის...

ახალი სერია: პერესი vs ლაპორტა

ვითომ „რეალსა’’ და „ბარსელონას’’ შორის ურთიერთობა უმჯობესდება? სრულებითაც არა. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაიშვირა თითი კატალონიური კლუბისკენ და საზოგადოებას ხოსე ნეგრეირას საქმე შეახსენა. მისმა ბარსელონელმა კოლეგამ ჟოან ლაპორტამ ეს აგრესიად მიიჩნია და სიტყვას სიტყვით უპასუხა. არადა,...

ვინ წაშალა მატვეი საფონოვი?

„პარი სენ ჟერმენს’’ ხვალ საკონტინენტთაშორისო თასზე ბრაზილიურ „ფლამენგოსთან’’ აქვს თამაში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ყატარში გამგზავრების წინ გუნდური ფოტო გადაიღო, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ფოტოზე ცუდად ჩანს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი (მას წინა რიგში მდგომი ხვიჩა კვარაცხელია ეფარება), რამაც გააჩინა ეჭვი,...

ტრამპ, შეუშვი ტექსტორი პარკინგზე!

ჯონ ტექსტორი ექსტრავაგანტური კაცია, რომელიც სკანდალურ განცხადებებს არ ერიდება და მედიასაც ამიტომ უყვარს. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც „ლიონის’’ პრეზიდენტი იყო, RMC sport-ის გადაცემა Rothen s'enflamme-ში მონაწილეობდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ „ლიონის’’ პრეზიდენტის რანგში თავის წინამორბედს ჟან-მიშელ ოლას დაესხა თავს,...

რა კავშირშია ახალი წელი ლივერპულის დაცვასთან?

საშობაო სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ორი კვირით ადრე თითქოს მინიშნება იყოო, „ლივერპულს’’ „ბრაიტონთან’’ შეხვედრაში (2:0) ჯო გომესი დაუშავდა. ეს მოხდა შეხვედრის მე-20 წუთზე. 28 წლის ფეხბურთელს ახლა ათასგვარ ექოსკოპიას გადაუღებენ და დაადგენენ, რამდენი ხანი უნდა იმკურნალოს და იუქმოს. ბედის ირონიაა,...

წიტას ბენეფისი პარიზელთა გამარჯვების ფონზე

„პარი სენ ჟერმენმა’’ „მეცს’’ სტუმრად 3:2 მოუგო. ეს პარიზელთათვის ლიგა 1-ის ცხრილში პოზიციების შენარჩუნება-გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის გახლდათ ლუის ენრიკეს გუნდის მხოლოდ მეორე მოგება ყველა შეჯიბრების ბოლო ოთხ შეხვედრაში, სტუმრებმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ბოლო ადგილზე...

ზურიკოობა სენტ ეტიენში

„სენტ ეტიენმა’’ შინ ბოლოადგილოსან „ბასტიასთან’’ 2:2 ითამაშა. ამ მატჩამდე კორსიკელებს სტუმრად გოლი არ ჰქონდათ გატანილი. „მწვანეები’’ როგორც თავის ასევე მეტოქის საჯარიმოსთან უყურადღებოდ იყვნენ, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი ის არის, რომ მასპინძლების ორივე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. თავდამსხმელმა, რომელიც ნაახალწლევს...

ალისონი სალაჰს აუცილებლად დაელაპარაკება, მაგრამ ცალკე

„ლივერპულის’’ ნაქები მეკარე ალისონ ბეკერი დარწმუნებულია, რომ სკანდალი, რომელიც ბოლო დღეებში მოჰამედ სალაჰის გარშემო აგორდა გუნდის თამაშზე გავლენას არ იქონიებს. ბრაზილიელმა აგრეთვე მწვრთნელ არნე სლოტს აღუთქვა მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, „ლიდსთან’’ 3:3-ის შემდეგ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა რამდენიმე ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ გულშემატკივრები...

სალაჰის მხრიდან ეს გააზრებულ ნაბიჯს ჰგავდა

„ლივერპულ ექოს’’ კორესპონდენტი პოლ გორსტი მო სალაჰის შესახებ წერს: „სალაჰმა ყველა ან ფაქტობრივად ყველა, ოთხასოცივე შეხვედრაში მატჩის შემდეგ თავაზიანად, მაგრამ კატეგორიულად მოუბოდიშა ჟურნალისტებს და მათთან ურთიერთობაზე უარი თქვა. უფრო ზუსტად, ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებს კომენტარზე უარი 417 შემთხვევაში უთხრა და...

კელეჰერი: მეორე მეკარეობა ძნელია

კუივინ კელეჰერის ამბავი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, რადგან ამ ირლანდიელი მეკარის ამბავმა შეიძლება გიორგი მამარდაშვილი გაახსენოს. კელეჰერმა „ლივერპულში’’ შვიდი წელიწადი გაატარა და მათგან ხუთი ალისონის თადარიგში იჯდა. საბოლოოდ ჩინებულმა მეკარემ თავს უშველა, 18 მილიონ გირვანქად „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც რეგულარულად თამაში...

ჩაბი ალონსოს ოთხი სათადარიგო კარგ ფორმაში სჭირდება

ოთხშაბათს „რეალმა’’ ლა ლიგაში სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და „სან მამესზე’’ „ბლიბაოს’’ შთამბეჭდავად მოუგო 3:0, მაგრამ იმავე შეხვედრაში დაშავდნენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ედუარდო კამავინგა. ამბობენ, რომ ინგლისელ მცველს შეიძლება ორ თვეზე მეტი გაუცდეს, ფრანგი კი შედარებით იოლად გამოვიდა მდგომარეობიდან....

დეპარტამენტის დასკვნა: კამარა გასაგდები იყო

ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მონაკოსა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ლაპარაკია მე-12 წუთზე ლამინ კამარას უხეშობაზე მეკარე ლუკა შევალიეს წინააღმდეგ. უფრო სწორად იმაზე, რომ მსაჯმა კლემენ ტურპენმა კამარა...

რატომ უნდა გაუშვან ან არ გაუშვან არნე სლოტი

ხვალ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული’’ „ვესტ ჰემს’’ ხვდება. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’ 1:4 წაგების შემდეგ ინგლისის ჩემპიონის მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა, რომ 12 შეხვედრაში 9 მარცხის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობა მას მაინც ენდობა, მაგრამ მედია და გულშემატკივრები ჰოლანდიელის შეცვლაზე აქტიურად ლაპარაკობენ....

რა სჭირს ბარკოლას?

„ლე პარიზიენის’’ ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ბრედლი ბარკოლას შესახებ, რომელშიც გარემარბის ცუდ ფორმაზე ილაპარაკა. სევერაკმა გაიხსენა, რომ თუ კუნთის ტკივილის გამო „ლე კლასიკის’’ („მარსელი’’-პსჟ 1:0) გამოტოვებას არ ჩავთვლით, ბარკოლა ლუის ენრიკეს გუნდში ყველაზე იღბლიანი...

რა ხდება არნე სლოტის ზურგს უკან?

არნე სლოტს რომ „ლივერპულის’’ მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა არ-დარჩენის საკითხი უდგას საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. შაბათს „ნოტინგემ ფორესტთან’’ 0:3 წაგებამ მდგომარეობა გაართულა. „წითლებმა’’ პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6 წააგეს; ახლა ყველა შეჯიბრებაში 11 მატჩიდან 8 აქვთ წაგებული. ინგლისის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე...

დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის

ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს...

ტრამპი ცხრამეტი ქვეყნის წინააღმდეგ

ნოემბრის სანაკრებო კვირაში გაირკვა 2026 წლის მუნდიალის  ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების აბსოლუტური უმრავლების ვინაობა, შედგა ევროპული და საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფების წილისყრა. 48 მონაწილიდან 42 ცნობილია, დანარჩენები მარტში გაიკვლევენ გზას აშშ-ს, კანადისა და მექსიკის სტადიონებისკენ. ჩემპიონატამდე ნახევარი წელიწადი დარჩა, მაგრამ მას...

მანეს სჯერა, რომ სალაჰი ამას განზრახ არ აკეთებდა

სენეგალელმა ვარსკვლავმა სადიო მანემ რიო ფერდინანდის პოდკასტში „ლივერპულის’’ დროინდელი ამბები გაიხსენა და მოჰამედ სალაჰთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. მანე მერსისაიდელებს 2016 წელს შეუერთდა და 2022 წლამდე დაჰყო. ის, ბრაზილიელი რობერტო ფირმინო და ეგვიპტელი სალაჰი გუნდის მრისხანე თავდასხმის ხაზს ქმნიდნენ. მათ მოიგეს...

რატომ სთხოვა ბარსამ ლევანდოვსკის, მეტი გოლი აღარ გაეტანა?

პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2022-23 წლების სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 33 გოლი გაიტანა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში’’, რომელშიც, როგორც მის ახლახან გამოცემულ ბიოგრაფიაში წერია, მას კიდევ უფრო მეტის გატანა შეეძლო. წიგნს რომელშიც წერია, თუ რატომ არ გაიტანა ლევანდოვსკიმ...

„შპორტ ბილდი”: სალაჰი ახალგაზრდებს ბლოკავს

ფლორიან ვირტცისგან „ლივერპულში’’ ბევრს ელოდნენ, მაგრამ გერმანელმა არ გაამართლა და 125 მილიონ ევროდ ნაყიდი ნახევარმცველი ინგლისური მედიის კრიტიკის ობიექტად იქცა. თანამემამულის დასახმარებლად ხმა გერმანულმა „შპორტ ბილდმა’’ აიმაღლა. ჟურნალმა დაწერა, რომ ვირცის პრობლემა მო სალაჰია. ეგვიპტელს მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ზიანი...

რეალის ბიჭებმა ჩუამენს უთხრეს…

ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი. საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობასთან ბოლოს ოთხი წლის წინ იყო ახლოს ― ფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით. დღეს ფავორიტებად მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას და...

როდესაც მამარდაშვილი კონტრაქტს ხელს აწერდა, იცოდა რაც ელოდა

საიტი liverpoolecho წერს, რომ „ლივერპულში’’ მეკარეებთან დაკავშირებით დელიკატური ვითარება შეიქმნა. გუნდს ჰყავს დიდი ალბათობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონ ბეკერი. მის თადარიგში მოიაზრება გიორგი მამარდაშვილი, რომელშიც „ლივერპულმა’’ 29 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ქართველმა ევრო 2014-ზე გაიბრწყინა. მიუხედავად იმისა რომ „ლივერპულთან’’ კონტრაქტი...

მამარდაშვილმა დაამტკიცა

გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის’’ მთავარი მეკარეობა ალისონის ტრავმის გამო შეიძლება უფრო ადრე მოუხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ საქართველოს პირველი გოლკიპერი ამისთვის მზად აღმოჩნდაო, წერს საიტი This Is Anfield. პორტალი ამბობს, რომ გასულ ზაფხულს კევინ კელეჰერის „ლივერპულიდან’’ წასვლა გადაწყვეტილი ამბავი იყო, რადგან...

დინარუმამ იცის

პრემიერლიგის მნიშვნელოვან მატჩებში მომხდარი ინციდენტების გარჩევის კომისია ამბობს, რომ ლივერპულელი ვირჯილ ვან დაიკის გოლი „მანჩესტერ სიტის’’ კარში („სიტიმ’’ მოიგო 3:0) მსაჯს უნდა ჩაეთვალა. რაოდენ უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, კომისიამ ისიც თქვა, რომ VAR სწორად მოიქცა, როდესაც თანამსაჯ სტიუარტ ბერტის...