მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

სადილი ხმაურიან მეზობელთან

როგორც ჩანს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ხმაურიან მეზობლებს" უკვე პატივისცემით უყურებს — „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სადილად დაპატიჟა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა შინ წააგო „ვესტ ბრომვიჩთან" 1:0 და...

ლივერპული – სიტი 6:3

სპორტული სტატისტიკის კომპანია InStat Index-მა პრემიერლიგის შედეგები შეაჯამა. ეს კომპანია თითოეულ მატჩში თითოეული ფეხბურთელის ყველა, წარმატებულ და წარუმატებელ მოქმედებას აღრიცხავს. ამის შემდეგ კომპიუტერულ პროგრამას გამოჰყავს ფეხბურთელის ინდექსი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი. კომპანიამ სეზონის შედეგები პოზიციების მიხედვით გადათვალა და ბოლოს ასეთი...

უზნეობაა, მაგრამ თვითმფრინავი უნდა

„პარი სენ ჟერმენმა" „მონაკოსგან" კილიან მბაპეს შეძენაში ჯამში 180 მილიონი ევრო დახარჯა. სულ რაღაც 18 წლის იყო ყმაწვილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სიძვირით მეორე ფეხბურთელი რომ გახდა. ეს რიცხვები კი, ბევრის აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამედროვე საფეხბურთო ბაზრის ზღვარგადასულობას. მბაპემ შვეიცარიულ...

ჩრდილოლონდონი მაისურზე

მოგეხსენებათ,  საფეხბურთო ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მაისურების გაყიდვაა. ბოლო დროს ეს სფერო მოდასაც დაუახლოვდა და ყოველი სეზონის წინ  კლუბები ახალი დიზაინის ფორმას წარმოგვიდგენენ. ერთს საშინაოს, მეორეს საგარეოს და ახლა ამ ყველაფერს მესამე კომპლექტებიც დაემატა. სარფიანი საქმეა. აი, „იუვენტუსმა“ ამ ზაფხულს...

რეალი ნეიმარის შესახებ

უკვე დიდი ხანია დადის ჭორი, რომ „რეალს" ნეიმარის შეძენა უნდა. მას მერე, რაც მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა ეს ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ „რეალმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა — მას „პარი სენ ჟერმენის" მოთამაშე არ არინტერესებს. ამ ზაფხულზე უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც...

ბიჭების გასათხოვარი მწვრთნელი, ანუ დიპლომიანი სარძლო

28 წლის ესპანელი ლური სოროჩე „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია. ბარსელონაში დაბადებულს ბავშვობაში ამავე ქალაქის გუნდშიც უთამაშია, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელობა ქალის საქმე არაა და... სამწვრთნელო საქმეს გაჰყვა. „მომწონს მართვა, საუბარი და მოტივირება. ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა, მაგრამ არც ფეხბურთიდან წასვლა...

აპატიმრებენ… როკი ბალბოას

ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა,...

კრიშტიანუს ჟესტებსაც კი ვბაძავდი

კილიან მბაპე დღეს 20 წლის გახდა. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეობისკენ მიიწევს. „პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა „ლე პარიზიენს" ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ. რას ნიშნავს ოცი წელი? არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში არაფერი...

„ბაიერნის” გულშემატკივართა სასურველი შვიდეული

თომას ტუხელის უარმა „ბაიერნის" მწვრთნელის თანამდებობაზე იუპ ჰაინკესი შეეცვალა, გერმანიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. „შპორტ ბილდმა" ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 51 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ „ბაიერნის" ქომაგების 25 პროცენტს მწვრთნელად იურგენ კლოპი სურს, მაგრამ კლოპის „ლივერპულიდან" წამოსვლა საეჭვოა. ის...

უცნაური გაყრა

რამდენიმე დღეა რაც იურგენ კლოპისა და ჟელკო ბუვაჩის 17 წლიანი განუყრელი თანამშრომლობა დასრულდა. 50 წლის კლოპი და 56-ის ბუვაჩი ყველგან წარმატებულები იყვნენ: 2004 წელს მათ „მაინცი" აღაზევეს ბუნდესლიგაში, „დორტმუნდთან" ერთად ორჯერ მოიპოვეს გერმანიის ჩემპიონის ტიტული, 2012 წელს გერმანიის თასს...

სერი მგლებთან დაბრუნდა

ამ სტრიქონების წერა რომ დავიწყე, „მანჩესტერი“ - „ვულვზის“ დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა და ანგარიში 1:1 იყო, თუმცა უმთავრესი ამბავი „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩის დაწყებამდე მოხდა. მსაჯის სასტარტო სასტვენამდე 15 წუთით ადრე გუნდებისთვის განკუთვნილი გვირაბიდან სერ ალექს ფერგიუსონი გამოვიდა, თუმცა მოედანზე...

ტრამპის ქალური კბენა

ზაფხულის მთავარი საფეხბურთო ციებ-ცხელება სამხრეთ ამერიკაშია. ცხელი წერტილი კი ბრაზილია, სადაც კოპა ამერიკა გახურებულა. ამის ფონზე, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობს ოდნავ კი დაიჩრდილა, მაგრამ დროდადრო ყურადღების ცენტრში მანდილოსანი მობურთალებიც ექცევიან. მეგან რაპინო აშშ-ს ქალთა ნაკრების ფეხბურთელია, ვიცე-კაპიტანი, რომელმაც...

მე ჩავის მოვკლავ!

38 წლის სამუელ ეტო'ომ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის მხარდამხარაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია. ეტო'ო-მ თქვა, რომ საუკეთესო ანდრეს ინიესტა იყო. „ეს ადრეც მითქვამს. ხალხს უკვირს, რატომ არ ვასახელებ მესის ან რონალდინიოს, მაგრამ ვფიქრობ დრომ დაამტკიცა, რომ...

იობი და ნარკოტიკი ნაქირავებ ბინაში

ინგლისში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „არსენალის" 21 წლის ფეხბურთელის, ალექს იობის დროსტარებაა გადაღებული. კამპანია ცეკვავს, სვამს, კანაფს ეწევა და, როგორც „სანი წერს", სამხიარულო გაზს სუნთქვას. ჩანაწერში ჩანს, რომ ეს ყველაფერი ღამის 2 საათსა და 37 წუთზე ხდება. ამბობენ, რომ წვეულება...

რიუ ავე – ბენფიკა ჩაწყობილია ?

დღეს დილით ლისაბონურმა გაზეთმა „კორეო და მანია“-მ დაწერა, რომ პოლიცია იძიებს  „ბენფიკასგან“ „რიუ ავეს“ 4 ფეხბურთელის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს. 2016  წლის 24 აპრილს 31-ე ტურში „რიუ ავემ“ „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. წინა დღეს მოიგო „სპორტინგმა“ და გადაასწრო თანაქალაქელებს. 77...

კარიუსს ყოველთვის წამოაძახებენ

ოლივერ კანი შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ „ლივერპულის" 24 წლის მეკარეს, მის თანამემამულეს, გერმანელ ლორის კარიუსს შეიძლება კარიერა დაუნგრიოს. ვეტერანმა გოლკიპერმა ZDF-თან ინტერვიუში თქვა: „სიტყვებიც კი ვერ შემირჩევია. არ მაგონდება მეკარეს იმაზე დიდი კოშმარი გადახდენოდეს, კარიუსს...

ბარსელონას სამი ნახევარმცველი

„ბარსელონა" რა ხანია ნახევარმცველს ეძებს, მაგრამ დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხუროს, რომ „კამპ ნოუზე" სასურველი მოთამაშე ვერ გამოჩნდეს. „ბლაუგრანას" სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები სამი მიმართულებით მუშაობენ. მათ სურთ შეიძინონ პოლ პოგბა, ადრიან რაბიო ან ფრენკი დე იონგი. პირველი „მანჩესტერ...

ზლატან, f*** off-ო

ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა...

ინგლისის თასი უალკოჰოლოდ?

ინლისის თასის ფინალის ფინალი ყუთი შამპანურის გარეშე? როგორც წესი, ფეხბურთის ასოციაცია კისრულობდა ყუთ შამპანურს და პირდაპირ გასახდელში მიართმევდა ხოლმე გამარჯვებულ გუნდს. არა, ფეხბურთის ასოციაცია ამბობს, შამპანურს ისევ მოგართმევთ, მაგრამ უალკოჰოლო იქნებაო. ბუნებრივია, განცხადებაში მიზეზებიც არის ახსნილი: ზოგიერთებს, მაგალითად მუსულმანებს,...

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა

გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ...

ახლა კი სწორად გააგდებენ

ზინედინ ზიდანის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაში საშინელი გამოვიდა — „რეალმა" ნეიმარ და მბაპენაკლულ „პარი სენ ჟერმენთან" 0:3 წააგო. მადრიდელებს სამიდან ორი გოლი მათმა ოდინდელმა ვარსკვლავმა, გუნდიდან გაშვების გამო მათზე გაბრაზებულმა არგენტინელმა ანხელ დი მარიამ გაუტანა. ამ შეხვედრაში „რეალს" ორი გოლი არ...

თავში წიხლი არგენტინულად

არგენტინის მეორე ლიგაში, რომელსაც „პრიმერა B ნასიონალი" ეწოდება, „ლოს ანდესის" და „ბრაუნის" შეხვედრა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, პოლიციამ ტრიბუნაზე ჩხუბისთვის ასამდე გულშემატკივარი დააკავა. თამაში სულ 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მსაჯს მისი შეჩერება მოუხდა. მზეზი: ორ ბანაკად დაყოფილმა მაყურებელმა ერთმანეთში...

ვენგერმა მხითარიანი მანჩესტერისგან უნდა განკურნოს

არსენ ვენგერმა ახალშეძენილი ჰენრიკ მხითარიანი შეიცოდა — „მანჩესტერ იუნაიტედში" ისეთი კოშმარი გადახდა, რომ შეიძლება იარების მოშუშებას მთელი ცხოვრება მოუნდესო. „არსენალის" თავკაცი აპირებს სომეხ ვარსკვლავს ჟოზე მოურინიუს ბოროტების სამეფო თანდათანობით დაავიწყოს. ვენგერი: „რასაკვირველია, ვღელავ იმაზე, თუ რამდენად დაამჩნია „მანჩესტერ იუნაიტედში" განცდილმა მას...

მადრიდის გულის ძგერა ესმის…

ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც "ბაიერნია" "რეალი", არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი. ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ "რეალიდან" წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" დასარჩენად....

სად არის აზარი?

ყოველგვარი გამოკიხთვა ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სათავეშივეა ჩადებული გარკვეული უსამართლობის ელემენტი. ასე არ არის? როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იმდენად სჯობდეს სხვებს, რომ ულაპარაკოდ საუკეთესოდ დაასახელო. ეს იგივეა, ერთი საყვარელი წიგნის, ფილმის ან სიმღერის ამორჩევა რომ გთხოვოთ ვინმემ. აი, პროფესიონალ...

მატერაცი ნაგვის მოედანზე

სოჭში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აშენებულ სტადიონ „ფიშს“ ნამდვილად არაფერი დაეწუნება და ახლა კიდევ ერთი პლუსი დაემატა. ჩემპიონატის მსვლელობისას ვოლონტიორებმა ტრიბუნებზე დატოვებული ნაგავი შეაგროვეს და 50 ათასზე მეტი პლასტიკის ერთჯერადი ჭიქა ნაგვის უტილიზაციის ქარხანას სპეციალური პროგრამით ჩაბარდა. შედეგად, ქარხანამ ნაგავი გადაამუშავა, მისგან სინთეტიკური...

სალაჰს ჩიტიც ვერ მიეკარება

ეტყობა მო სალაჰმა ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციასთან ბრძოლა მოიგო. ყოველ შემთხვევაში, მას მერე რაც თავდამსხმელმა ასოციაციას ულტიმატუმი წაუყენა, სანაკრებო თამაშებზე რომ ჩამოვდივარ ჩემი უსაფრთხოება დაცული არ არის და ან მდგომარეობა გამოასწორეთ ან გადადექითო, ასოციაციამ ყურები გამოიქექა. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ სალაჰის...

შურლე გერმანიიდან გაიქცა

ანდრე შურლე ბედნიერია „დორტმუნდიდან" „ფულემში" უფრო სწორად კი ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა. გერმანიაში გაჩერება აღარ მინდოდაო. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გარემოს გამოცვლას ეშურებოდა. „გერმანიიდან გაღწევა მსურდა. მინდოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო წყნარი და მშვიდობიანი გარემო მომეძებნა, — უთხრა „მაინცის",...

რამოსი: კლასიკოსის ბოლო კლასიკო

„რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა კვირას „კამპ ნოუ" დიდებული სუვენირით დატოვა — ეს გახლდათ ანდრეს ინიესტას უკანასკნელი მაისური, რომელიც მას „ელ კლასიკოში" ეცვა. გახარებულმა რამოსმა სამახსოვრო საჩუქართან ერთად ფოტო გადაიღო და ინსტაგრამზე დადო. ინიესტამ მადრიდელს მაისურზე ასეთი სიტყვები წაუწერა: „ჩემს მეგობარ...

გრიზმანის თეოლოგია

საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს "ტვიტერზე" რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ "ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის "ოლდ ტრეფორდის" ფოტო "დატვიტა" და ქვეშ "მლოცველის ხელუკები" მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ...

მოურინიუს ცუდი წებო აქვს

რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია მეტოქეები საჯარიმოს მოედანთან მიაჯაჭვოს, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ფეხბურთელებს უკან დგომას აიძულებს — ასეთია პორტუგალიელის ფილოსოფია. პეპ გვარდიოლამ, რომლის „მანჩესტერ სიტიმ" თანაქალაქელები პრემიერლიგაში მთელი 19 ქულით ჩამოიტოვა, ამ სეზონში „კარაბაოს“ თასიც მოიგო — მოკლედ...

დისკვალიფიკაცია სერ ალექსს

სერ ალექს ფერგიუსონს ექიმებმა წითელი ბარათი ამოუღეს. მანჩესტერული კლუბის 76 წლის ლეგენდას გასულ შაბათს მატჩის გამოტოვება მოუხდა — „ფულემთან" 4:1 გამარჯვებას ვერ დაესწრო. საქმე ის გახლავთ, რომ მანამდე სერ ალექსი „წითელი ეშმაკების" ბოლო სამ შეხვედრას დაესწრო, რაც მისი მკურნალი ექიმების...

რა ღირს ბარსას სკამი?

ესპანურ პრიმერაში „ბარსელონამ" რომ „ალავესს“ 3:0 მოუგო, ვერავის გაგაოცებთ და არც ლეო მესის დუბლია უცხო ხილი. ეს მატჩი საფეხბურთო სტატისტიკას ფულადი განზომილებით შერჩება. „ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამზე გუშინ 6 ფეხბურთელი იჯდა, რომელთა საერთო ღირებულება ლამის 300 მილიონ ევროს აღწევდა - იასპერ სილესენი (13...

გეგმამ არ გაამართლა

იმას, რომ არგენტინა ხორვატიას გადაურბენდა ალბათ დედამიწის ზურგზე არავინ ელოდა, მაგრამ ხორვატების მიერ არგენტინელთა 3:0 დამარცხებამ „ალბისელესტეს" მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უპასუხო კითხვების ამარა დატოვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არგენტინის ნაკრების თავკაცმა თქვა: „მარცხის გამო ძალიან მტკივა გული. არც კი ვიცი მატჩი სწორედ...

ჩემთვის მოდრიჩი მკვდარია!

ჩემთვის მოდრიჩი მკვდარია - ეს სიტყვები ხორვატ ჟურნალისტს ეკუთვნის, რომლის მონათხრობიც ხორვატული ფეხბურთის არცთუ ნათელ კუნჭულებში შეგახედებთ: - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიელებთან მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა მაისური ქომაგებში ისროლა და მე დავიჭირე. ჩემს ოთახში მეკიდა, შარშან კი გადავაგდე. რატომ?...

იერო თავის მართლებას არ დაიწყებს

მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 24 საათით ადრე ესპანეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე ხულენ ლოპეტეგი შეცვალა, ფერნანდო იერო დღესა და ღამეს შრომაში ასწორებს და გადატანილი სკანდალის მიუხედავად სწამს, რომ მის გუნდს ტრიუმფამდე მისვლა შეუძლია. „მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „გუნდმა...

დი კაპრიოს სახე აახიეს

ბავშვმაც კი იცის ვინ არის ლეონარდო დი კაპრიო... ლოს-ანჯელესში დაბადებულ მსახიობს ბევრ ფილმში უთამაშია, თუმცა კინოს მოყვარულთ და ზოგადად ხალხს დიკაპრიოს ხსენებაზე ალბათ უპირველესად ფილმი „ტიტანიკი“ და არაჩვეულებრივი მელოდია My heart will go on გაახსენდება, რომელსაც კანადელი მომღერალი სელინ...

დიეგო არგენტინაში ჯანმრთელადაა

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ „ხიმნასია დე ლა პლატას" გადარჩენა გადაწყვიტა — მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდის გაძღოლა სეზონის ბოლომდე ითავა. კვირას, წარდგენის ცერემონიალზე, 58 წლის დიადმა კლუბის გულშემატკივრებს მგზნებარე სიტყვით გული აუნთო და... ტრადიციულად ფიფას ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა...

მთვრალი დიეგო ბრესტში… ძარაზე

დიეგო მარადონა ავტომობილის ძარაზე შემოჯდა, პერანგის ღილები შეიხსნა, და ღიმილით ქანაობდა აქეთ-იქით. ეს ამბავი ბრესტში მოხდა, ბელარუსში, სადაც ლეგენდა ადგილობრივი „დინამოს" თავმჯდომარედ დაინიშნა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უფრო მთვრალი იქნებოდა, ვიდრე ნარკოტიკით გაბრუებული, თუმცა... ეშმაკმა იცის. უაზროდ...

კონტრაქტი სტრიპტიზ-კლუბთან

„ვორსინგი“ ინგლისის რანგით მეოთხე სარაგბო დივიზიონში გამოდის და ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სპონსორული ხელშეკრულება ადგილობრივ სტრიპტიზ-კლუბთან გააფორმა. როგორც „სანი“ იუწყება, კლუბის საიტზე და სტადიონზე სტრიზიორთა ბანერების გამოჩენამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მცირე ნაწილმა სიახლე იუმორით აღიქვა და მკითხაობაც დაიწყეს, რას...

მოურინიუ: მატჩის წინ რონალდუ სარკეში იპრანჭება

ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა" და „იუვენტუსის" დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ...

ვითომ სწორად მოიქცა ფრენკი დე იონგი?

დიდი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი არ გამორიცხავს, რომ ფრენკი დე იონგი შეცდა, როდესაც „ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვიტა. 22 წლის ნახევარმცველი „კამპ ნოუზე" „აიაქსიდან" 75 მილიონ ევროდ გადადის. „მანჩესტერ იუნაიტედის", „ბაიერნის", „ბარსელონას", „აიაქსის" „ალკმაარისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცის აზრით დე...

მესის წარმატების საიდუმლო

სპორტულმა ფსიქოლოგმა და მენტალიტეტის მწვრთნელმა დონ მაკფერსონმა ცხოვრების განმავლობაში ბევრი დიდი სპორტსმენი შეისწავლა და მათი წარმატების საიდუმლოს ამოხსნა სცადა. მისი ბოლო ნაშრომი „ბარსელონას" არგენტინელ ლიდერს, ლეო მესის ეხება. მსოფლიოს ხუთგზის  საუკეთესო ფეხბურთელზე დაკვირვებამ მაკფერსონი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მისი მთავარი თვისება...

დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) სისხლის ანალიზის ახლებური ტესტირების მეთოდის შემუშავება-დანერგვაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საუბარია მშრალი სისხლის (DBS) ანტისადოპინგო ტესტირებაზე, რომელიც უფრო მარტივი, ეფექტური და იაფი იქნება. ამასთან, ახალი მეთოდი სპორტსმენთა...

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კატალონიის რესპუბლიკაშიო

ის, რომ სპორტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს ტყუილია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ოთხშაბათს, „კამპ ნოუზე", სადაც „ბარსელონამ" „ინტერს" 2:0 მოუგო. სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნაზე მასპინძლებს გამოფენილი ჰქონდათ ორი ბანერი, რომელთაგან ერთზე სტუმრებისთვის გასაგები რომ ყოფილიყო იტალიურად ეწერა: „კეთილი იყო თქვენი...

ჯიჯიმ სკამიდან იმღერა

დიდი კლუბი მხოლოდ დიდი გამარჯვებები როდია - ტრადიციებიაა, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა დაიცვას. ზოგჯერ ეს ტრადიციები სახალისო და ღიმილის მომგვრელია, მაგრამ საკლუბო ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ტურინის „იუვენტუსში“ ტრადიციაა: ახალწვეული გუნდის ვახშამზე სკამზე უნდა ავიდეს და  იმღეროს. აბა, გონსალო იგუაინი და ჯიჯი...

შესვენებისას სამშობიაროში გავარდა

წლევანდელ „როლან გაროსს“ ჩემპიონი ჯერ არ ჰყავს, მაგრამ მედიამ გმირი უკვე შეარჩია. არგენტინელი მარკო ტრუნჯელიტი დიდი ვერაფერი მეჩოგნეა და საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა. მისდა ბედად, ტურნირიდან 8 კაცი მოხსნა, მარკო მერვე იყო და ზარმა ესპანეთში უწია - ძირითად ბადეში ხარო... 10 საათი...

ინგლისი გაგიჟდა

წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი ალან შირერი ამბობს, რომ დროა ვისაც წესრიგის დაცვა ევალება ახლავე იღონოს რამე, თორემ მალე შეიძლება ვინმემ მოედანზე დანაც კი დაატრიალოს. მიზეზი: კვირას, ჯეკ გრელიშს და კრის სმოლინგს ტრიბუნიდან ეგზალტირებული ფანები ჩაუხტნენ. „ასტონ ვილას" 23 წლის შემტევ...

კაცი გამოშტერდა!

„მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს...

სენსაცია! კიმ კლაისტერსი კორტზე ბრუნდება

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ოთხი სლემტიტულის მფლობელმა ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა: „ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩემი სამი შვილის მოსიყვარულე დედა ვიყავი და ეს ძალიან მომწონს. ამას გარდა, არანაკლებ მომწონს პროფესიონალი ჩოგბურთელობა. ჰოდა დავფიქრდი: რატომ არ...