მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

ლოტიტო მედიის წინააღმდეგ

„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს ცრუ ინფორმაციისთვის სასამართლოში უჩივლებს. როგორც ცნობილია, La Gazzetta dello Sport-ში იყო გამოქვეყნებული სტატია, რომ ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყება. რომაული კლუბის პრეზიდენტმა 8 მარტს გამართულ „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩზე იეჭვა, ჩაწყობილი იყოო. „ლოტიტომ მშვიდად მიიღო...

ვარჯიში საჭირო ყოფილა

ინგლისის ფეხბურთი 17 ივნისს უნდა განახლდესო, მაგრამ კორონავირუსი ნელ-ნელა ფეხბურთელებსაც უტევს. „ბლექბერნის“ კაპიტანს, 31 წლის ნახევარმცველ ელიოტ ბენეტს ტესტის შემდეგ დადებითი პასუხი ამოუვიდა, თუმცა რომ არა ფეხბურთი, ალბათ ვერც გაიგებდა. როგორც ირკვევა, ბენეტს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე ჰქონდა და ახლა ერთკვირიან...

ხვალ ბუნდესლიგაში

ხვალ, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, ბუნდესლიგაში დიდი მატჩია: „დორტმუნდი" vs „ბაიერნი". თუ ბავარიელები გაიმარჯვებენ, არ არის გამორიცხული,  ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტობრივად მოიპოვონ შეწყვეტილ-განახლებული ჩემპიონატის პირველი გუნდის სახელი. ცხრილში მათ უკვე შვიდქულიანი უპირატესობა ექნებათ. „ბაიერნის" ვეტერანი ვარსკვლავი თომას...

შევეგუოთ, რომ ეს იქნება ცუდი ჩემპიონატი

„ვესტ ჰემის" ვიცე-თავმჯდომარე ქალბატონი კარინ ბრეიდი წერს, რომ პრემიერლიგის მეწილეთა ბოლო ვიდეოკონფერენცია სარეკორდოდ დიდხანს, 5 საათს გაგრძელდა და ასკვნის, რომ გასარჩევი და სალაპარაკო მართლაც ბევრია. ბრეიდი ამბობს, რომ კოლეგებთან საუბარი და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება შეწყვეტილი შეჯიბრების განახლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „კარგი ის...

ზიდანი ხარ? აი დარდი!

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უგულვებელჰყო და ოჯახთან ერთად დასასვენებლად აგარაკზე გაემგზავრა. ჯარიმა 1500 ევროა, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურად. საკლუბო სანქციები წინ არის.

გენიოსებს უმაყურებლო ჩოგბურთი არ მოსწონთ

როგორც სპორტის ყველა სახეობა, ჩოგბურთიც მაყურებლების გარეშე განახლდება. ცხადია, მოვლენების მსგავსი განვითარება არ მოსწონს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ თუ სეზონი განახლდება, ასეთი სცენარისთვისაც მზად არის. „ცხადია, არ ვოცნებობ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშზე, მაგრამ ისე ჩანს, რომ რეალობა ასეთი იქნება. ალბათ,...

ეჭვიანი ლოტიტო

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რომის „ლაციოს“ პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყო. ლოტიტოს ბრალად ედება დაუსაბუთებელი გამოთქმა – 8 მარტს ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ გამართულ შეხვედრაში „ლაციოს“ პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა და მატჩს შეთანხმებული უწოდა. „ჩვენ „იუვენტუსს“ ქულით ჩამოვრჩებით. იცით რატომ?...

კვირკველია სიომინის აგარაკზე ვარჯიშობს

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ იური სიომინის წასვლაზე ისაუბრა. იგნატიევმა სიომინის განწყობასთან ერთად ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველიაც ახსენა. „სიომინი ნორმალურ განწყობაზეა – ის მყარი და რკინის ნებისყოფის კაცი არის, მისი გატეხვა ძალიან რთულია. მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. ჩვენ რეგულარულად ვეხმიანებით...

მოუ ველოსიპედზე

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს მოუთხრო, თუ რა სიძნელეებს გადააწყდა კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვების დროს. „ვარჯიშს დილის 9 საათზე ვიწყებდით და საღამოს ხუთზე ვამთავრებდით. საქმე ის არის, რომ გუნდური წვრთნები აკრძალული იყო და ფეხბურთელები პატარ-პატარა ჯგუფებად მუშაობდნენ სხვადასხვა დროს....

ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საერთოდ გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ერთი წლით გადავადებული უდიდესი სპორტული ფორუმი 2021 წლის ზაფხულში არ გაიმართება. „მესმის, რომ შეუძლებელია თამაშების დაუსრულებლად გადადება და ყოველ ჯერზე ორგკომიტეტისთვის...

რის უილიამსი? რა შარაპოვა? ოსაკა!

ჟურნალი „ფორბსი“ ამზადებს იმ სპორტსმენი ქალბატონების რეიტინგს, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 ივნისამდე. სრული რეიტინგი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია პირველი საფეხურის მფლობელის ვინაობა. იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ერთ წელიწადში 37,4 მილიონი დოლარი...

ანტეკოკუმბო საბერძნეთს არეკლამებს

„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, ბერძენმა იანის ანტეკოკუმბომ წინასწარ გაამხილა, თუ რა საზეიმო საღამოს მოწყობას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი NBA-ს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. „ჯერ კიდევ COVID 19-ის გამოჩენამდე გუნდთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობას ვგეგმავდი, მიკონოსზე – წვეულებების კუნძულზე. იქ გოგოსთან ერთად...

ბალოტელი ბრეშას დატოვებს

„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს. იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული...

შოთამ რუსებს მიწა შეახსენა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსებს მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შეახსენა. იქაური ჟურნალისტი შოთას 2010 წელს ახსენებს, როდესაც რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ სიკ ადვოკაატი მივიდა, მან კი ასისტენტად არველაძე მიიწვია. მაშინ შოთას პასუხი ლაკონური იყო – ჯერ არ...

მანჩინის მაგნიტი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ გაიხსენა, თუ როგორ იწყებდა მუშაობას ეროვნულ გუნდში. ეს 2018 წელს მოხდა. „ჩემს მისვლამდე ნაკრების გაწვრთნა არავის უნდოდა. მთხოვეს და დავთანხმდი. ბევრს ეშინოდა რთულ სიტუაციაში მოხვედრა. ფეხბურთი ბევრი კომპონენტები შედგება. ამიტომაც უნდა იყო უფრო თვითდაჯერებული...

რივალდომ ბეილი ჯორდებთან გაუშვა

ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი რივალდო, უელსელი გარეთ ბეილის მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო წასვლას გამოეხმაურა. „გავრცელდა ხმები, რომ ბეილით MLS-ის კლუბები არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, უელსელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს იმის პოტენციალი, რომ საკუთარი თავი ევროპაში წარმოაჩინოს. 30 წლის არის, ამერიკაში...

ჩილიმი და გერმანიის ნაკრები

დღეს, მიუნხენში, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოსვლის ანალიზს წარმოადგენს. 58 წლის სპეციალისტისთვის მთავარი ამოცანა ბუნდესმანშაფტის მიმართ ნდობისა ხელახალი გაღვივება და თავისი საფეხბურთო ფილოსოფიის გადახედვაა. ლიოვის თეორია ბურთის ფლობის პრინციპს ემყარება. „შპორტ ბილდი" ელის, რომ მწვრთნელის...

ბარსამ კრუიფზე უარი თქვა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს დაეკითხა, ლა ლიგის განახლების შემდეგ რომელ სტადიონზე უჯობთ საშინაო მატჩების გამართვა. მოგეხსენებათ, გუნდში ოთხი კაპიტანია: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. სწორედ მათ გადაწყვიტეს რომ ცარიელი ტრიბუნების წინაც კი „კამპ ნოუზე“ თამაში...

იტალიელების დაკარგული სამოთხე

რამდენიმე თვემ და გაურკვეველმა მომავალმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც იტალიის საფეხბურთო საზოგადოება ათწლეულობით აშენებდა. როგორ გინდა, პანდემიისგან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში სანახაობაზე იფიქრო, მაგრამ თუ ჩემპიონატი არ განახლდა, იტალიური ფეხბურთი 800 მილიონ ევროს იზარალებს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის...

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!

რამდენიმე დღის წინ მადრიდში მომიწია წასვლა. სანამ ესპანეთის მთავრობისგან ამაოდ ველოდი კატალონიის საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტად მიწვევას, იქამდე „ლიდერბეთმა“ შემომთავაზა თავის გათამაშებაში გამარჯვებულებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება. დილაადრიან მივადექით მადრიდს, რომელიც გადასარევი ამინდით და აივნებზე გამოფენილი ესპანეთის დროშებით დაგვხვდა. ჩვენ...

მერსისაიდული დღიური

არც თუ ისე დიდი ხნის წინ აქტიური რადიო მსმენელი გავხდი ერთი კონკრეტული გადმოცემის გამო. როკი და ფეხბურთი - ასე ერქვა რუბრიკას და შაბათ-კვირაობით გემოვნებიან მუსიკას მშვენიერ საფეხბურთო ანალიზსაც უნაცვლებდნენ. წინა კვირას კი კიდევ ერთი კარგი სინთეზის შემსწრე გახლდით - წიგნი...

ნოლე არ ნებდება

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 22 მაისს 33 წლის გახდება. სპორტსმენისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, „ნოლე“ არ გამორიცხავს, რომ ჩოგნის პროფესიონალურ დონეზე ქნევა 40 წლამდე გააგრძელოს. თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის ATP-ს ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი 41 წლის ივო კარლოვიჩია, ჰოდა, ჯოკოვიჩის...

განტევების კაცი

ამოიჩემეს პეტერბურგის „ზენიტის“ ფანებმა რობერტო მანჩინი. „კრასნოდართან“ გასვლით ფრეს ლამის გადააყოლეს და სოცქსელებში აგინეს კიდეც. სინიორ მანჩინიმ იმავე ქსელში საკადრისი ხომ უპასუხა მგინებელს და დაც ზედ დაუყოლა! კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, იტალიელს უსათუოდ წასვლა მოუწევს. არადა, ხურდა ვინმე ხომ არ არის...

რეალის ფორვარდს იჭერენ?

მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ლუკა იოვიჩს მშობლიური სერბეთის პროკურატურაში გამოცხადება და ჩვენების მიცემა მოუწევს. ესპანეთიდან სერბეთში ჩასულმა იოვიჩმა სავალდებულო კარანტინის წესები დაარღვია და ბელგრადის ქუჩებში სასეირნოდ გავიდა. მოსახლეობაში აღშფოთების ტალღა იმდენად მძაფრი იყო, რომ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გამოეხმაურა. სერბული კანონმდებლობით, კარანტინის...

პირველი მილიარდერი ფეხბურთელი

მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამად სამი სპორტსმენია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს: კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კი დღემდე აგრძელებენ გამოსვლას. მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ...

ჰერიო, ბიჭებო – რუსეთში უკეთესია

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავაც გვემა რუსეთის ნაკრები, თანაც მისსავე მოედანზე. კრასნოდარში ჩვენებს გამორჩევით უქომაგა იქაურმა ქართველობამ. ჩვენმა ბორჯღალოსნებმაც ჯეროვნად დააფასეს წვიმიან ამინდში გულშემატკივართა თანადგომა და გამორჩევით მძლავრად მეორე ნახევარში გაისარჯნენ - პირწმინდად შემუსრეს მეტოქე... ფეერიული გამოდგა ტრადიციული...

9 საბედისწერო გასროლა

ოკეანის გადაღმა პირდაპირ აღმერთებენ ყოველგვარ სტატისტიკას. ჰოდა, მოცალეობის ჟამს კალათბურთის ამერიკელმა ჟამთააღმწერლებმა NBA-ის ისტორიაში საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ყველა ტყორცნა დათვალეს. თუმცა, ყველა არა - მხოლოდ გამარჯვების მომტანი ის ტყორცნები, რომლის შემსრულებლის გუნდიც იმ წამს ჩამორჩებოდა ან ანგარიში საყაიმო იყო....

რუსებმა ჭკუა ვერ ისწავლეს

რუსულ სპორტში ახალი და მასშტაბური დისკვალიფიკაციებია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის 2012-15 წლების მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალების გამო რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით...

უკრავს ხარბი, მღერის მაიმუნი

მადრიდის „ატლეტიკოს“ საშობაო წვეულებაზე როკ კონცერტი გაიმართა. საამისოდ როკ-ჯგუფი არ მიუპატიჟებიათ - მომღერალი გახლავთ დიეგო სიმეონეს თავქარიანი თანაშემწე ხერმან ადრიან რამონ ბურგოსი, მეტსახელად „მონო“, რაც მაიმუნს ნიშნავს. „ატლეტიკოს“ ყოფილი მეკარე (2001-2004) 90-იანი წლებიდან მღერის. მის პირველ ჯგუფს ერქვა „ლა პიარა“...

ლებრონი VS ტრამპი

დღითიდღე ღვივდება კონფლიქტი NBA-ს უგვირგვინო მეფე ლებრონ ჯეიმსსა და აშშ-ის, ალბათ, ყველაზე ექტრავაგანტურ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. აკრონში საკალათბურთო სკოლის გახსნისას, "ლეიკერსში" გადაბარგებულმა ლებრონმა CNN-თან ინტერვიუთი ისარგებლა და ტრამპს ერთხელაც "უბწკინა": - ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი სპორტსაც კი იმისთვის იყენებს, რომ...

ტაქსის გამტაცებლები დაასახელეს

ჯონი ევანსი, გარეთ ბერი, ჯეიკ ლივერმორი და ბოაზ მაიჰილი — აი, „ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელთა ოთხეული, რომელმაც ბარსელონაში მაკდონალდსიდან ტაქსი მოიპარა. დამნაშავეებმა გულშემატკივარს, კლუბს, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ოფიციალურად მოუბოდიშეს. მათ რამდენიმე აბზაციან განცხადებაში ძირითადად ერთი და იგივე მეორდება — როგორ წუხან...

ფრანგებმა იაშინი, ჩვენ – კანი…

ფრანგილმა გამოცემა france footboll -მა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეების ათეული დაასახელა. რაიმე სახის მასშტაბური გამოკითხვა არ ჩატარებულა და ეს კონკრეტული გამოცემის ვერსიაა, მაგრამ მისი ავტორიტეტულობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მაინც გაგაცნოთ: 1. ლევ იაშინი (სსრკ) 2. გორდონ ბენქსი (ინგლისი) 3. დინო ძოფი (იტალია) 4....

ჰენრიხს რომიდან წასვლა არ უნდა

„დორტმუნდის" ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც იურგენ კლოპის ხელში შესანიშნავად თამაშობდა, „არსენალმა" იჯარის წესით „რომაში" გაუშვა. რომაელებმა ერთი წლის ფული, 3 მილიონი ევრო, უკვე გადარიცხეს ლონდონში. მხითარიანმაც გაუმართლა — ტრავმების მიუხედავად, 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე...

მახინჯები

ვინ მოსთვლის რამდენჯერ გვსმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწუნა მავანმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების გამო და მწარედ შეცდა. გასულა დრო და ყმაწვილისგან ვარსკვლავი დამდგარა, მისი დაწუნების ისტორია კი ანეკდოტად ქცეულა. ასეთი რამ ყველგან ხდება. ქართული ფეხბურთის ლეგენდას,...

ბარსას ჩე

ფრანგულმა გამოცემა L'Eguipe-მა პირველ გვერდზე ლიონელ მესი  სოციალისტ-რევოლუციონერ ერნესტო ჩე გევარას ფორმაში გამოსახა. სათაურიც შესაბამისია: "ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე". ამით გამოცემა მესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელები კრიზისის განმავლობაში ხელფასის 70%-ზე ამბობენ უარს. მათი ეს ქველმოქმედება მიზანმიმართულია - სანაცვლოდ კლუბის...

ვინ არის ეს მშვენიერი ქალბატონი?

ერთ-ერთი, რითაც ახალდამთავრებული მსოფლიოს ჩემპიონატი ხალხს დაამახსოვრდება, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩია. სწორედ ის ქალბატონი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა პატივცემულ პირებთან ერთად თავსხმა წვიმის ქვეშ დააყენა, როდესაც თავად ქოლგას ეფარებოდა. გრაბარ-კიტაროვიჩმა მსოფლიოს თავი დაამახსოვრა როგორც ფეხბურთზე...

ლა ლიგა ყოველდღე გვექნება

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტაბასმა პრიმერას განახლების დეტალებზე ისაუბრა: „მატჩები ყოველდღიურად გაიმართება ხუთი კვირის განმავლობაში. მორიგ შეხვედრამდე 24 საათით ადრე კორონავირუსზე ტესტირებას თითოეული ფეხბურთელი გაივლის. გარწმუნებთ, მატჩების მსვლელობისას ვირუსის გავრცელების ალბათობა ყველაზე დაბალი იქნება. მე მოვითხოვ და გავაკონტროლებ უსაფრთხოების წესების...

შენ ოღონდ თქვი… გავაქრობთ!

„თამაშის შემედგ ჩემთან მოვიდა ხულიო ფიერო და პირდაპირ გამომიცხადა: „თუ გსურს მითხარი, არ მოგერიდოს, გავაქრობთ და ხვალ ჩილავერტის ფერფლსაც ვეღარ ნახავ. შენს წყენინებას არ ვაპატიებ.“ ფიერო კოლუმბიური ნარკომაფიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თანხმობით რომ მეპასუხა, დარწმუნებული ვარ, ნათქვამს შეასრულებდა. მას...

ბლატერი ინფანტინოს აფრთხილებს

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მედიასთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს უქმნის. ბლტერის აზრით, შესაძლოა, მისმა მემკვიდრე ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48-მდე გაზარდოს. ეს გარკვეულწილად შეკვეცავს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საჭირო დროს, რაც...

ლევ იაშინი 6 მილიონად

რა შუაშია პოლიტიკა? როცა ხედავ, რომ სხვა შენზე უკეთ აკეთებს რამეს, კი არ უნდა დაიბოღმო, უნდა მიბაძო. რუსებმა ოთხი წლის წინ გამოუშვეს ფილმი „ლეგენდა N17“, რომელიც ლეგენდარულ ჰოკეისტ ვალერი ხარლამოვს მიეძღვნა. ამას მოჰყვა არანაკლებ პოპულარული „მოძრაობა ზევით“, სსრკ-ის ოლიმპიური ჩემპიონი...

ქართველები სკანდინავურ ტურნირზე

ნესტან ჩარკვიანი გეტებორგიდან 1994 წლის შემდეგ ქართული გუნდები (ვაკე-91, ვიტ ჯორჯია და საბურთალო) უკვე ოცდამეხუთედ გამოდიან სკანდინავიაში უდიდეს საფეხბურთო ტურნირებზე და ბევრჯერ გამარჯვებულებიც დაბრუნებულან. წლეულს „ვიტ ჯორჯიას“ 2002 წელს დაბადებულთა გუნდი (მწვრთნელი- ზაზა დიდებაშვილი), ხოლო საბურთალო 2007 წლიანების ორი გუნდით (მწვრთნელები...

ბეილი – ბეილის აჩრდილის აჩრდილი

სათასო სტატუსი ოდნავათაც ვერ ამცრობს ესპანური სუპერკლასიკოს პრინციპულობას. „ბარსამ“ და „რეალმა“ რომ „კამპ ნოუზე“ 1:1 ითამაშეს, ყველა დაინტერესებულმა იცის და თვალიც ადევნა. ჰოდა, მატჩის პერიპეტიებს შევეშვათ და სოციალურ ქსელებში ორი გუნდის ფანების განწყობებს შევეხოთ. მადრიდელები მთლად თუ არ აღმერთებენ, დიდად...

მიბეგვილი იდიოტი

ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ოქტაგონს მიღმა ერთმანეთისადმი კბენებზე და მჯიღის გულზე ბრახუნზე აბა, ვინ არ იცის. ამათი უაზრო ბაქი-ბუქობა სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებში უკვე აღარც ღიმილის მომგვრელია. დღე არ გავა უცხოური მედიის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში მათი კინკლაობის...

მეთოფე ლიოვი?

არსენ ვენგერის ეპოპეა ლონდონურ „არსენალში“ დასასრულისკენ მიდის. ფრანგი მაესტრო სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს კლუბს და ასაკის გათვალისწინებით (68-ს მოიყარა) დამსახურებულ პენსიაზე გავა. მისი მემკვიდრის ძებნა კი უკვე დაწყებულია. კლუბიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „მეთოფეები“ ბოსები იოაჰიმ ლიოვს ეკურკურებიან, რომელიც ზახულში მოიმუნდიალებს და გერმანიის ნაკრებს...

სად არის ნეიმარი? ვის უნდა ნეიმარი?

„პარი სენ ჟერმენმა" ახალი სეზონისთვის მზადება ნეიმარის გარეშე დაიწყო. სად არის 27 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი? პარიზულმა კლუბმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს — ნეიმარს პსჟ-სგან გაცდენის ნებართვა არ აუღია. უნებართვო გაცდენას კი, რასაკვირველია, შინაგანი გარჩევები მოჰყვება. ნეიმარს კონტრაქტის თანახმად „პარკ დე...

ტაისონს 20 მილიონი შესთავაზეს

კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა რამდენი დღის წინ თქვა, რომ რინგზე დაბრუნება სურს. „რკინის მაიკს“ საჩემპიონო ბრძოლების გამართვა არ სურს და მისი სურვილი მხოლოდ საგამოფენო შეხვედრებით შემოიფარგლება. ცხადია, ტაისონს უფრო ფინანსური მოგება აინტერესებს. ჰოდა, ტაისონმა უმალვე მიიღო წინადადება –...

ზიდანი რომ იუნაიტედის მწვრთნელი გახდება…

„მანჩესტერ იუნაიტედში" რთული მდგომარეობაა. გუნდს ჩემპიონატი 1992 წლის შემდეგ ასე ცუდად არ დაუწყია. კლუბის დირექტორატში ფიქრობენ მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუ დატოვონ თუ ვინმე შემცვლელი მოუძებნონ. ოთხი პრემიერლიგური ტურის შემდეგ „წითელ ეშმაკებს" მხოლოდ 6 ქულა აქვთ და ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებენ....

მაესტრომ მეფე გადააგდო

ჩოგბურთელებიც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, მაგრამ მათ ბევრი უცნაურობები ახასიათებთ. მაგალითად, ხშირად გაიგებთ და დადასტურებული ამბავიცაა, რომ საჩოგბურთო სამყაროში შუღლი და ქიშპი არავის უკვირს. ტურში, მოთამაშეებს ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ და გადამკვდარი მეგობრობაც იშვიათობაა, თუმცა ეს...

Gucci და ვარდის კარტოფილი

უქმობს მსოფლიო სპორტი და სხვების დარად თვითიზოლაციაში წავიდნენ საფეხბურთო ვარსკვლავებიც... განა რამდენ „ჩელენჯში“ უნდა ჩაებას ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი, რომ მთელი თავისუფალი დრო მოკლას? აგერ, მაგალითად ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ჯეიმი ვარდმა საკუთარ ბაღ-ბოსტანს მიაშურა და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, გულიანადაც...

კარტოფილი და ტოტენჰემი

ლონდონში და ინგლისში რომ „ტოტენჰემს“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს რა გასაკვირი ამბავია. ეგ კი არა, „დეზებს“ ქომაგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუნდაც საქართველოშიც ეყოლებათ. მართალია, არა ისეთი რაოდენობით, როგორც ევროპულ გრანდებს, მაგრამ „ტოტენჰემის“ წარმატება ნისლიან ალბიონს მიღმაც უხარიათ და თან ისე,...