მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

აფსუს, სურენ…

შაბათის საქართველო - ლიტვის ამხანაგური შეხვედრის მსაჯთა ვინაობა რომ შევიტყე, ცოტა არ იყოს, გაოცებული დავრჩი. ალექსანდრ ტუანს ვიქტორ მარდავი და ვლადისლავ ლისიუ დაეხმარებიან და სამივე მოლდოვადან არიან. ჩვენი ძმა სომეხი მსაჯები მოვისაკლისე, საქართველოს საშინაო ამხანაგურ შეხვედრებს განუხრელად რომ მსაჯობენ. განსაკუთრებით, სურენ ბალიანი...

უღმერთოებმა ღმერთი ვერ იცნეს

მოსკოვის პოლიციის სპეცრაზმელებმა დიეგო მარადონა ვერ იცნეს და „ლუჟნიკის“ ავტოსადგომზე არ შეუშევს. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ არგენტინელის თანხმლები პირები აუხნან კარისკაცებს, რომ პუტინი ან მედვედევი კი არა, თვით მარადონა დგას კართან და ავტოსადგომზე შესვლა უნდა, თუმცა ამაოდ. რუსეთის საფეხბურთო...

176 – ვის „დაავიწყდა“ ლიონელ მესი

მესი თუ რონალდუ? წელს ფიფამ თავის გალა-დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი გამოაცხადა. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიფამ მხოლოდ შედეგები გამოაცხადა, საუკეთესო კი ეროვნულ გუნდთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა დაასახელეს. და სად არის მესი? მესი წლეულს  გამოკითხულთა მხოლოდ 19.25...

კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია

... 70-იანი წლების დასაწყისში, ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ევროპადაპყრობილი და „ოქროს ბურთებით“ დახუნძლული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებისგან, პირველ რიგში, თურმე ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოითხოვა, აქაოდა, სლოგანი - უფრო მეტი, ვიდრე კლუბი  (Més que un club) - ბოლომდე...

მბაპემ ნახევარი მილიონი გაიღო

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდევე ამბობდა, საკლუბო ხელფასი სრულად მაკმაყოფილებს და სანაკრებო ჰონორარს ხელს არ მოვკიდებო... კილიან მბაპეზეა საუბარი, რომელიც ყმაწვილური ასაკის თუ თანდაყოლილი სიკეთის გამო ნაკლებად აქცევს ყურადღებას ნულებს საკუთარ ანგარიშზე. მონდიალამდე საფრანგეთის პრეზიდენტთან ვიზიტისას მან მაკრონს ორიოდ წუთი სთხოვა და...

სევდიანი ტატუები

ფეხბურთელებს უყვართ ტატუ. ზოგი უბრალოდ იხატავს ტანს, ზოგი კი სვირინგში აზრს აქსოვს. "სანი" წერს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოხატულ ტანს მიღმა ხანდახან გულში ჩამწვდომი ისტორიები გვხვდება. მაგალითად... სერხიო რამოსი "რეალის" ვარსკვლავს მთელი ტანი მოხატული აქვს, მარჯვენა და მარცხენა ბიცეფსზე კი ხელიდან...

ორი შეპარვის ამბავი…

სოციალური ქსელი აჭრელებულია მავანი ინგლისელი ფანის, ენდრიუ სვიფტის ისტორიით, ვინაც დამლაგებლის ფორმაში გადაცმული შეიპარა ბაიერნი - ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის მატჩის არენაზე... ჩვენ კი „ალიანც არენაზე“ შეღწევის უფრო თამამ და ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით, რომლის მთავარი გმირიც ამსტერდამში მცხოვრები...

ვახ, ეს პაპარაცები!

როგორ პოულობს ეს ხალხი იმხელა ლონდონში სადღაც, თავის საქმეებზე მოხეტიალე ადამიანს, გასაკვირია პირდაპირ. ინგლისელ პაპარაცებზე მოგახსენებთ. ეს ცნობა მათზე უფროა, ვიდრე "რეალის" კაპიტანზე, სერხიო რამოსზე. რამოსს განსაკუთრებული არაფერი უქნია: ფიფას გალა-წარმოდგენისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში...

ერევანში გიბრალტარის საპატივცემულოდ ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს

გიბრალტარის ნაკრები და მთელი სტუმარი დელეგაცია მეტისმეტად ნაწყენი დარჩა, რადგან სომხეთში ერთა ლიგის თამაშის წინ, მასპინძლებმა მათი ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად სტადიონზე ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს. რასაკვირველია, სომხებმა სტუმრებს მაშინვე მოუბოდიშეს, მაგრამ გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაწერა ოფიციალური განცხადება, სადაც მომხდარი...

აპატიმრებენ… როკი ბალბოას

ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა,...

ცოლი და ტაკონი

ცოლიც მსაჯი ჰყოლია თურმე მაიკლ ოლივერს, ინგლისელ არბიტრს,  რომელმაც ისე დაუსტვინა საპენალტედ „რეალისთვის“, რომ მისი ნასტვენი  ჯერ კიდევ მიზუზუნებს  მადრიდიდან ტურინისკენ. „იუვენტუსის“ ქომაგებმა  მაიკლის მეუღლის, ლუსის ტვიტერზე მოქექეს  2016 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაღებული  სურათი წარწერით:  „მგონი არაა ცუდი სტადიონი“.  იქვეა...

ბაჩოს თასი ლისის ტბაზე

ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია ზედაზენის“ ხელშეწყობით სარბიელელი ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი ამჯერად ლისის ტბაზე ჩატარდა. სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ მონაწილე სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა ერთმანეთს 3x3 კალათბურთსა და ქუჩის მინი-ფეხბურთში გაეჯიბრნენ. წლეულს „ბაჩოს...

სომეხი ფეხბურთელი: ჩვენს მთავრობას ფეხბურთელები ჯარში სჭირდება

  სომეხი ფეხბურთელის, ოვიკ ნერსისიანის სახელ-გვარი არაფერს გეუბნებათ. მან თავისი განცხადებით მიიქცია ყურადღება. 23 წლის ოვიკი ადრე ერევნის „პიუნიკში“ თამაშობდა, ამჟამად კი ინგლისის ერთერთ უმდაბლეს დივიზიონში (კლუბი „უილჩერჩ ალპორტი“) გამოდის. ის თავშესაფარს ითხოვს დიდ ბრიტანეთში, რადგან სამშობლოში არმიაში წასვლა არ სურს. “სომხეთში ფეხბურთელს არმიაში...

გათხოვილი კაცის სიხარული

პოპ მუსიკის დიდი ვარსკვლავი სერ ელტონ ჯონი კვირას „უოტფორდის" მიერ „ტოტენჰემის" 2:1 ძლევას დაესწრო. პაპარაცებმა 71 წლის ლეგენდა მაშინ გადაიღეს, როდესაც მისი 5 წლის ვაჟი ელაია უოტფორდელთა მიერ ანგარიშის გაქვითვას ზეიმობდა. ოთხი ტურის შემდეგ „უოტფორდი" ოთხი გამარჯვებით მესამე ადგილზეა და...

ორ ფეხზე დაკიდული მსოფლიო…

მეპატიოს. მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ ეს ბიჭი ორივე ფეხს თითქმის თანაბრად ხმარობს, ფანტასტიური ნახტომი აქვს და თავითაც ისე ურტყამს, როგორც ფეხით. სერიული მკვლელია - მეტოქეთა ოცნებების სერიული მკვლელი და თან იმ დონის პროფესიონალი, სანამ მსხვერპლს საკონტროლო გასროლასაც არ დაახლის,...

ეს მალე პორტ-არტურსაც აიღებს

საქმე ხუთიდან ხუთ მოგებაში როდია. ქართველი ოძეკი ისე უპრობლემოდ უსწორდება ცენტნერნახევრიან გოლიათებს, სუნთქვის გახშირებაც არ ეტყობა. დღეს მისი რიგით მეხუთე მსხვერპლი კოტოსიოგიკუ შეიქნა, რომელიც ძალისმიერი მიწოლით გაიტანა დოჰიოდან. ლევან გორგაძის დარად ხუთი მოგება აქვს სეკივაკე მიტაკუემისაც. დაველოდოთ, როდის მოუწევთ მათ...

ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი

რა იყო ყველაზე სახალისო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, სადაც „პსვ ეინდჰოვენი" „ინტერს" მასპინძლობდა? თამაში მილანელებისთვის სასიკეთოდ არ დაწყებულა: 27-ე წუთზე 21 წლის პაბლო როსარიომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ერთი წუთით ადრე რაჯა ნაინგოლანმა ანგარიში გაქვითა, მე-60 წუთზე...

უსამართლობა ბარსელონაში

უხერხულობა საზეიმო მაისურებმა გამოიწვია — მას მერე, რაც ბოლო ტურში სტუმრად „დეპორტივო ლა კორუნია" დაამარცხა (4:2) და ლა ლიგაში მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა, „ბარსელონამ" გულიანი ზეიმი მოაწყო და ოცდამეხუთე ჩემპიონობისადმი მიძღვნილი საგანგებო მაისურებიც გამოუშვა. მაისურებს ზურგზე ჩემპიონთა გვარები აწერია — სულ 23...

ნიკოს ქუჩა ბრუნეტში

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ჯეროვანი დახვედრა მოუწყვეს ესპანელებმა. შეგახსენებთ, ჩვენებურმა ესპანეთისთვის ჯერ არნახული რამ გააკეთა - შერაზადაშვილამდე პირინეელებს ჭიდაობის არც ერთ სახეობაში ჰყოლიათ მსოფლიო ჩემპიონი. ნიკა უკვე სახლშია, ქალაქ ბრუნეტში. აეროპორტში მას პირადად დახვდა ბრუნეტის მერი ბორხა გუტიერესი. მერმა დიდი...

მანდ რას აკეთებ, ბიჭო ?

ესღა აკლდა ნეიმარს და აგერ, ინებეთ - ბრაზიანმა ერიკ კანტონამაც  გამონახა დრო ბრაზილიელის  გასაკენწლად. -  25 წლისა  „ბარსელონაში“  და ბრაზილიის ნაკრებში  რომ ხარ, საკითხავია, რატომ გადადიხარ საფრანგეთის ჩემპიონატში ? „ამიენს“ და „გენგამს“ რომ ეთამაშო ? მე ფეხბურთის სიყვარული სხვანაირად მესმის....

მოიგო და ალალია

გიო ჩაკვეტაძემ ბოლო ერთ წელიწადში ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგის გული მოიგო. ჰოდა, სპორტულმა ჟურნალისტებმაც ის გააპირველეს. ამ ასაკში საუკეთესოობა გიო ქინქლაძის მერე არავის რგებია. „სარბიელმა“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ პარტნიორ „ლიდერბეთთან“ ერთად კიდევ ერთი მეგობრის - „ბეარ თაიმის“ ტერიტორიაზე გამართა. გიორგი ჩაკვეტაძე...

ქალის ადგილი…

ირანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, სადაც ქალებს აკრძალული აქვთ სტადიონზე შესვლა. 1970-იანი წლების ისლამურმა რევოლუციამ ქალებს სერიოზული შეზღუდვები დაუწესა. ამის მიუხედავად, მიმდინარე მონდიალის დაწყებამდე გამონაკლისის სახით ქალებს „საოჯახო ქვედანაყოფების“ შემადგენლობაში თეირანის 80-ათასიან სტადიონზე სტუმრობის ნება დართეს, სადაც ირანი-მაროკო გიგანტურ...

პიტბული შესვენებაზე გავიდა

ზღაპრული თაობა ჰყავდა მაშინ ამსტერდამის „აიაქსს“ - ვან დერ საარი, ბლინდი, დე ბურები, ლიტმანენი,  კანუ... და, რა თქმა უნდა, ედგარ დავიდსი - იმ თაობის ერთ-ერთი კერპი. შოთა არველაძეც ამ დიდი გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ როცა ის „აიქსში“ მივიდა დავიდსი...

ვოლგოგრად-არენა წყალმა წაიღო

დაინდო ბუნებამ რუსები და მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრება აცადა. წუხანდელმა წვიმამ კი სანაქებო „ვოლგოგრად-არენას“ შემოგარენში პოტიომკინის სოფლები გააცოცხლა. თავად არენაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ - ავთვალს არ ენახვებაო.  

მახინჯები

ვინ მოსთვლის რამდენჯერ გვსმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწუნა მავანმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების გამო და მწარედ შეცდა. გასულა დრო და ყმაწვილისგან ვარსკვლავი დამდგარა, მისი დაწუნების ისტორია კი ანეკდოტად ქცეულა. ასეთი რამ ყველგან ხდება. ქართული ფეხბურთის ლეგენდას,...

ბრწყინვალე სალომე !

მერე რა, რომ არც მსოფლიო ჩემპიონატია და არც ოლიმპიური თამაშები. კიევი მხატვრული ტანვარჯიშის დედოფლის - ირინა დერიუგინას (ოლეგ ბლოხინის მეუღლე) სახელობის 23-ე გრან-პრის მასპინძლობს, სადაც თავი 27 ქვეყნის წარმომადგენლებს მოუყრიათ. ჩვენთვის სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ტურნირის სახე ქართველი სალომე...

შემადგენლობას ფეხბურთელები დააყენებენ…

დღეს ლეო მესი 31 წლისა გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღესასწაულის გუნებაზე არ არის. როგორც არგენტინული პრესა წერს, მათი ქვეყნის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისსს განიცდის. გუშინ „ალბისელესტეს" ბანაკში დიდი თათბირი გაიმართა — ვარჯიშის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიკრიბენ. შეკრებიდან გამოსული...

კურტუა ნაკრების გამყიდველია

ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა სკანდალური განცხადება გააკეთა: - ნაკრებში მუშაობისას ერთ პრობლემას გადავაწყდი: 18 საათზე გუნდის შემადგენლობას ვასახელებდი და გასახდელში სამატჩო დარიგებებს ვიძლეოდი. ზუსტად 15 წუთში კი ეს ინფორმაცია მედიას და, ბუნებრივია, მეტოქესაც ჰქონდა. როცა მეტოქეს ამგვარი ინფორმაცია...

ჩემთვის მოდრიჩი მკვდარია!

ჩემთვის მოდრიჩი მკვდარია - ეს სიტყვები ხორვატ ჟურნალისტს ეკუთვნის, რომლის მონათხრობიც ხორვატული ფეხბურთის არცთუ ნათელ კუნჭულებში შეგახედებთ: - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიელებთან მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა მაისური ქომაგებში ისროლა და მე დავიჭირე. ჩემს ოთახში მეკიდა, შარშან კი გადავაგდე. რატომ?...

რიგითი რიბარიჩის ზღაპარი

მორჩა. მონდიალი გუშინდელ მოსკოვურ თავსხმას ისტორიაში გაჰყვა. ემოციები გრილდება, თუმცა, საფრანგეთის ქომაგთა გარდა ყველას დაენანა ხორვატია. არადა, რა აქვთ ხორვატებს დასანანი ან შესაცოდი? 4.5-მილიონიანი ქვეყნისთვის ფინალში თამაშიც ზეწარმატებაა. თუმცა, მოდი, ამჯერად სენტიმენტებს შევეშვათ და ჩემპიონატის კულუარებში შევიხედოთ. ჩვენი დღევანდელი ისტორია 20...

რაიოლა: გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია

„გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია" — თქვა საჯაროდ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ. თანამედროვე ფეხბურთის ორ გავლენიან ფიგურას შორის რომ ცუდი ურთიერთობაა, დიდი ხანია ცნობილია. მდგომარეობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე. რაიოლა ამბობს, რომ თავის ფეხბურთელებს ნებისმიერ გუნდში მოაწყობს, ოღონდ გვარდიოლასა და მის კლუბს (ამჯერად...

მესიზე და ნეიმარზე უკეთესიც გამოჩნდა – ლოპეს პარა! 🎥

ტოტალიზატორის ბილეთიც ამოეღო ბარემ  ჯიბიდან,  რომელშიც  ანგარიშის გამოცნობაზე (0:0) ჰქონდა ფსონი,  თუ არა, აბა ეს რა იყო ? ბურთი კარის ხაზს რომ კვეთდა, სწორედ მაშინ  არ დაუსტვინა ? ლოპეს პარაზე მოგახსენებთ, ესპანელ მსაჯზე, რომელმაც 1 ნოემბერს, „ხიმნასტიკი“ – „პონფერადინას“ მატჩზე...

და

„როცა 12 წლისა ოჯახს ცრემლიანი თვალებით ტოვებდი და ლისაბონში გადადიოდი, ყველა ამბობდა, რომ მორიგი ლაწირაკი ხარ მადეირადან, მალევე რომ დაუბრუნდება ოჯახს, შენ კი 17-საც არ იყავი და „სპორტინგის“ ძირითადში თამაშობდი... როცა უფროსებთან დაიწყე თამაში, ტექნიკურად კარგად მომზადებულ მეტიჩარას გეძახდნენ,...

… თუ დაიკვეხნით, ჩვენების ბიჭობაცა თქვით

ორი დღის წინ სხვა ნაკრებებთან ერთად რუსეთისა და ბრაზილიის ეროვნულმა გუნდებმაც იამხანაგეს. სამხრეთამერიკელებმა 3:0 იმარჯვეს, თუმცა ახლა ეს არაა მთავარი. მატჩამდე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ბრაზილიელებთან დაპირისპირებების სტატისტიკა ამოქექეს და განსაკუთრებით „მარაკანაზე“ მოპოვებული გამარჯვება გამოარჩიეს - რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი სახელოვანი ფურცელიაო....

ChristiAMO, ამბობენ ტურინში

უკვე ერთი თვეა, რაც კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან" „იუვენტუსში" გადავიდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და ეიფორია მოჰყვა. ტურინელთა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ ეიფორიას კარგად ხედავს და ამბობს: „ძალიან კარგია გულშემატკივრები რომ ოცნებობენ, მაგრამ ჩვენ ფეხებით მყარად უნდა ვიდგეთ მიწაზე". ხვალ, 18 აგვისტოს...

მთვრალი დიეგო ბრესტში… ძარაზე

დიეგო მარადონა ავტომობილის ძარაზე შემოჯდა, პერანგის ღილები შეიხსნა, და ღიმილით ქანაობდა აქეთ-იქით. ეს ამბავი ბრესტში მოხდა, ბელარუსში, სადაც ლეგენდა ადგილობრივი „დინამოს" თავმჯდომარედ დაინიშნა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უფრო მთვრალი იქნებოდა, ვიდრე ნარკოტიკით გაბრუებული, თუმცა... ეშმაკმა იცის. უაზროდ...

 სექსსკანდალმა ჟურნალისტი არ დაინდო

17 წლის სნოუბორდისტი ხლოი კიმის ოლიმპიურმა გამარჯვებამ მთელი ამერიკა აღაფრთოვანა. კორეული ფესვების მქონე ხლოი თვალხატულა გოგოა, რაც მავანი ჟურნალისტითვის საბედისწერო აღმოჩნდა. სან-ფრანცისკოს რადიო KNBR-ის წამყვანმა ემოციები აშკარად ვერ მოთოკა: „23 აპრილს ის 18 წლის გახდება. უფროსკლასები ამ დროს განსაკუთრებით მიმზიდველები...

ყვავი მოკვდა

ინგლისში დიდი ვნებათაღელვაა.22 წლის ასაკში მუნინი გარდაიცვალა - ყვავი რომელსაც, თვით ყველაზე ურწმუნო ინგლისელიც კი რუდუნებით მოუვლიდა. კონსერვატულ ინგლისს სწამს ლეგენდების, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი თუ ყვავები დატოვებენ ტაუერს, სამეფო დაეცემა. მუნინი კი ტაუერს შერჩენილი ბოლო ყვავი იყო და იგი ტაუერისვე...

ჩემნაირი კიდევ დიდხანს არ დაიბადება

ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა ინგლისის ნაკრების თავკაც გარეთ საუთგეიტს შეუთვალა, ჩემნაირი აღარასოდეს გეყოლებათო. სწორედ გუშინ მოგახსენებდით, რომ საუთგეიტმა მიმდინარე სანაკრებო პრობლემებზე ლაპარაკისას გაზა ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე დიდ ინგლისელ ვარსკვლავად აღიარა. ამაზე ყოფილმა თანაგუნდელმა უპასუხა: „გაფხორილი ვინმე არ გეგონოთ, მაგრამ...

ქამბექი პოგბას ტაქტიკით

შესვენებისას ტაქტიკური ცვლილებები პოლ პოგბას უთქვამს. „სანის" ინფორმაციით მოურინიუს უკითხავს და ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონსაც ზუსტად დაუსახელებია, რა უნდა შეეცვალა „მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ „ნიუკასლთან" 0:2-ს აგებდა. ცხადია, პრემიერლიგის ბოლო ტურში მომხდარზე მოგახსენებთ — მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა სამი...

როგორ გააოგნა ლევან ჩილაჩავამ მონპელიეს მეხანძრეები

ფრანგული საკლუბო რაგბი ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა და რახან ამ ქვეყნის კლუბებში მრავალი ათეული ქართველი მორაგბე ირიცხება, ეს პროცესი ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა. მოსამზადებელი პერიოდი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. მაგალითად, საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული რეგულარული სეზონის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა თასის ფინალისტი „რასინგი“...

მხითარიანმა ყარაბახზე უარი თქვა

4 ოქტომბერს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში აზერბაიჯანული „ყარაბახი“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს ლონდონელთა სომეხი ლეგიონერი გენრიხ მხითარიანი. მიზეზად ფეხბურთელის უსაფრთხოება დასახელდა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გამო სომხეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული...

განტევების კაცი

ამოიჩემეს პეტერბურგის „ზენიტის“ ფანებმა რობერტო მანჩინი. „კრასნოდართან“ გასვლით ფრეს ლამის გადააყოლეს და სოცქსელებში აგინეს კიდეც. სინიორ მანჩინიმ იმავე ქსელში საკადრისი ხომ უპასუხა მგინებელს და დაც ზედ დაუყოლა! კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, იტალიელს უსათუოდ წასვლა მოუწევს. არადა, ხურდა ვინმე ხომ არ არის...

კარლოს ტევესი: ფეხბურთი არასდროს მყვარებია

34 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა კარლოს ტევესმა გაზეთ „კლარინთან" ინტერვიუში მეტად უცნაური რამ თქვა: „ფეხბურთი არასდროს მყვარებია და არასდროს ვყოფილვარ მისი გულშემატკივარი". „ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელისგან, რომელსაც კარიერაში ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა „კორინთიანსი", „ვესტ ჰემი", „მანჩესტერ იუნაიტედი", „მანჩესტერ სიტი" და „იუვენტუსი" ასეთი რამის...

ბიჭები სიმინდის ყანიდან

დიდი ამბები ერთი კვირით ადრე მაინც იწყებოდა. საჭიდაოზე ახალი ნახერხი იყრებოდა, სამ რიგად შემოყოლებული სკამების „შეპაჩინკეპაც“ ესწრებოდა, სპარტაკ ჯინორიძე თასებსაც ყიდულობდა და აბსოლუტურში ფალავნის პრიზად დათქმული ცხვარიც კარგა ხნის გადაბმული იყო საორგანიზაციო კომიტეტის რომელიმე წევრის ეზოში. შაბათ საღამოს ადრიანად იწყებოდა...

რუსეთს დიპლომატიურად შეუტიეს

ისლანდიის ხელისუფლებამ სამთავრობო საიტზე ოფიციალური გადაწყვეტილება განათავსა-ისლანდიის მთავრობის არცერთი წევრი არ გაემგზავრება რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ისლანდიელთა ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პროტესტი უდევს, რომელიც განაპირობა სოლისბერიში მომხდარმა მოწამვლამ, სადაც რუსული კვალი ჩანს. „სოლისბერიში რუსთა შეტევას ისლანდიის ყველა პარტნიორმა მკაცრი ნაბიჯებით უპასუხა,ბევრმა...

რებეკა, შე ბოზო

უეინ რუნის მეუღლე კოლინმა ჯეიმი ვარდის თანამეცხედრე რებეკა ჯაშუშობაში ამხილა. როგორც აღმოჩნდა, ვარდის გულის ვარდმა, რუნების საცვალი მზის სინათლეზე გამოჰფინა, ანუ, ჭორიკანა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს მიჰყიდა და ამით ხელიც გვარიანად მოითბო. „ის ჩემიანად მიმაჩნდა, ვმეგობრობდით და ბოროტად ისარგებლა ჩემი...

ვაი ვაი ტურე

— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც...

როგორ მიითვისა პუტინმა საჩემპიონო ბრილიანტი

საფრანგეთის ნაკრების წევრებმა ანტუან გრიზმანმა და პოლ პოგბამ ჩათვალეს, რომ მათი მსოფლიოს ჩემპიონობა არაფრითაა NBA - ს ჩემპიონობაზე ნაკლები და ბრილიანტის ბეჭდებს იმსახურებენ. შეკვეთას ცნობილი ამერიკული საიველირო ფირმა Janson of Beverli Hills შეასრულებს, რომელიც ამ სახის სერვისს ამერიკული სპორტის...

თამაშის შიში

ახლაღა გაირკვა: „ბარსელონას" ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი ბოიან კრკიჩი, რომელსაც სიყმაწვილეში ზოგი მომავალ მესისაც კი ეძახდა თურმე წლობით ავად ყოფილა: შფოთვის სინდრომი ეძალებოდა და რაღა თამაშზე იქნებოდა ასეთ დროს ლაპარაკი. 27 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ „გარდიანთან" ინტერვიუში სწორედ ამაზე ილაპარაკა და დაუნდობელი...