მთავარი აქეთურ-იქითური

აქეთურ-იქითური

ალისონმა ჯერ ვერაო

4 აპრილს „ლივერპული’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის’’ სტუმრობს. ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი. როგორც ლივერპულური საიტი This is Anfield წერს, გულშემატკივარს დიდი იმედი იმისა, რომ „ქალაქელებთან’’ შეხვედრაში კარს ალისონი დაიცავს არ უნდა...

პარიზის ახალი მერი და პარკ დე პრენსი

პარიზს ახალი მერი ჰყავს - სოციალისტი ემანუელ გრეგუარი. მან მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს რამდენიმე ისეთი საკითხის მოგვარებას, რომელსაც ქალაქის წინა თავი თვეობით უტრიალებდა. ერთ-ერთი ასეთ საკითხთაგანია „პარკ დე პრენსის’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ მიყიდვა ან...

ბარსელონელი მადრიდელი მადრიდში დაბრუნდება

ამთავითვე ცნობილია, რომ „რეალს’’ ცხელი ზაფხული ელის. მადრიდული კლუბი მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. მკაფიოდ არის განსაზღვრული პრიორიტეტები: ნახევარდაცვა და დაცვის ცენტრი. მოსალოდნელია, რომ ვალდებებასის ბაზას დაუბრუნდებიან „ლიონში’’ იჯარით გაშვებული ენდრიკი და არგენტინელი ნიკო პასი, რომელიც „კომოში’’ ბრწყინავს, ოღონდ მათ გარდა...

13 მაისს აღარ…

ძნელი სათქმელია აქვს თუ არა ერთ დღეს ასეთი მნიშვნელობა, მაგრამ საფრანგეთში საყურადღებო ამბად იქცა ის, რომ ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სიას 13 მაისის ნაცვლად 14 მაისს გამოაქვეყნებს. მიზეზი: „ლანსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრა 13 მაისისთვის...

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადაიდოს ლანსისა და პსჟ-ს შეხვედრა

„პარი სენ ჟერმენი’’ ცდილობს ლიგა 1-ის კალენდრით 11 აპრილს დანიშნული შეხვედრა გადაადებინოს. მიზეზი: ის „ლივერპულთან’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის უწევს. თან შეხვედრა უწევს კონკურენტ „ლანსთან’’, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. პორტალმა so foot გამოაქვეყნა ჟურნალისტ კვენტინ ბალოს წერილი, რომელშიც ავტორს...

ზამბო ანგისას საქმე დაბრკოლდა

შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ დიდი ვარსკვლავი გახდა, მის ფონზე კი სხვა მოთამაშეები დაიჩრდილნენ და მათი მომავალიც ბურუსით არის მოცული. ერთ-ერთი მათგანია კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური პერიოდიდან. „კორიერე დელო სპორტმა’’ დაწერა,...

ალბათ მაინც ალონსო

ალისონ ბეკერი კიდევ ერთი წლით რჩება „ლივერპულში’’. რას ნიშნავს ეს? დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე’’ და იჯდება სკამზე თუ მოძებნის კლუბს სადაც თუნდაც იჯარის წესით ითამაშებს ერთი სეზონის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, „ლივერპულში’’ კი სულ უფრო მეტს...

რეალის ექიმები სხვა ფეხს მკურნალობდნენ

ეს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში შევა. „რეალის’’ რამდენიმე ექიმმა სამსახური დაკარგა. ასეთი რა მოხდა? დეკემბერში „სელტასთან’’ შეხვედრის დროს, კილიან მბაპეს მუხლი ეტკინა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი მეორე ფეხი შეამოწმა. მათ მარცხენა ფეხი უნდა გამოეკვლიათ, ამის ნაცვლად მარჯვენა გამოიკვლიეს. მომხდარი „ატლეტიკმაც’’ დაადასტურა....

ჰაკიმი მართლა რეალზე ოცნებობს?

footmercato-მ გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ მაროკოელ ვარსკვლავ აშრაფ ჰაკიმიზე. მისი დაწერისკენ ფრანგულ გამოცემას ესპანელი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის მიერ გავრცელებულმა ცნობამ უბიძგა. ალვარესი ამტკიცებს, რომ მაროკოელს „რეალში’’ დაბრუნება უნდა. ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით მართალია ჰაკიმის პსჟ-სთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს...

მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა

„რეალმა’’ ბოლო ტურში „ატლეტიკოს’’ მნიშვნელოვანი დერბი მოუგო - 3:2. ამ გამარჯვების წყალობით მადრიდელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე ჯერ კიდევ აქვთ ოთხი ქულით დაწინაურებული „ბარსელონას’’ დაწევის იმედი, მაგრამ ცხრილი ცხრილად და მადრიდული გუნდების შეხვედრაში ერთმა ფაქტორმა მიიპყრო ესპანური პრესის...

ბურთის მარცხენა მხარეს მიგორება რთული აღმოჩნდა

ლივერპულურმა პორტალმა This is Anfield გამოაქვეყნა წერილი, სადაც „წითლების’’ მეკარეთა შესახებ ილაპარაკა. საიტი წერს, რომ ალისონი სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მოეძალა, რის გამოც უკვე 10 თამაში გამოტოვა. ამის გამო გუნდის ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა ყველა შეჯიბრებაში ერთად...

პარიზელების დამქანცველი აპრილი

„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს აპრილში ამოსუნთქვის საშუალება არ ექნებათ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ჩელსისთან’’ 3:0 მოგების შემდეგ მათ უკიდურესად დაძაბული პერიოდი ეწყებათ. თუ მეოთხედფინალში „ლივერპულსაც’’ დაძლევს ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო თვეში თამაშების რაოდენობა შეიძლება რვამდე აუვიდეს. ნახევარფინალის...

ვინ ჩაარტყა ლაპორტას ზურგში მახვილი?

„ბარსელონას’’ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომელიც ხვალ კლუბის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, 18 წლის დრო ფერნანდესის „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლა ვერ მოუნელებია. 63 წლის ბიზნესმენი გაბრაზებულია „ლა მასიაში’’ აღზრდილი ბიჭის აგენტზე, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელი ივან დე ლა პენია ყოფილა. „დროს...

სლოტს იმედი აქვს, რომ ალისონი ხვალვე ითამაშებს

როგორც გინდა ითამაშოს გიორგი მამარდაშვილმა, „ლივერპულში’’ მაინც ალისონს მისტირიან და მის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ. კვირას მერსისაიდელებს პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე მდგომ „ტოტენჰემთან’’ უწევთ შეხვედრა. ამ თამაშის წინ „ლივერპულის’’ თავკაცი არნე სლოტი ჟურნალისტებს შეხვდა და უთხრა, რომ ბრაზილიელი გოლკიპერის ჯანმრთელობაში...

ლივერპულში ალისონის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ

შესაძლოა „ლივერპულს’’ ალისონის გარეშე იმაზე მეტხანს მოუწიოს თამაშმა ვიდრე თავიდან ეგონათო, წერს Empire of the Kop. საიტი შეგვახსენებს, რომ ბრაზილიელმა მეკარემ ვარჯიშზე საზარდულის დისკომფორტი იგრძნო და ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში სათამაშოდ სტამბოლს არ გაემგზავრა. მის ნაცვლად „გალათასარაისთან’’ კარი...

კვარას ძარღებში ყინულია

იმაში, რომ ფრანგული პრესა ორი დღეა ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს გასაკვირი არაფერია. ქართველმა გარემარბმა „ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო და ამ დროში საგოლე პასის გადაწოდებას პლუს ორი გოლის შეგდება მოახერხა. პსჟ-მ 5:2 მოიგო, „ეკიპის’’...

პლატინი: ინფანტინოს ნაირი პრეზიდენტი ფეხბურთს არ სჭირდება

ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოში გამალებით ისმის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს კრიტიკა. ბევრს აღიზიანებს მისი ახლო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამბობენ, რომ ინფანტინო დიდი პოლიტიკის კულუარებში ძრომით უფროა დაკავებული, ვიდრე ფეხბურთის ფასეულობებზე ზრუნვითა და მათი შენარჩუნებით. არ...

იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა

„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის...

ნუნუ, ჩელსისთან ფრთხილად!

„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი მცველისთვის ნუნუ გომეშისთვის ყვითელი ბარათის მიღება შემდეგი მატჩის გამოტოვებას ნიშნავს. გომეშს უკვე აქვს ორი ყვითელი. აქამდე ის გასვლით შეხვედრებში გააფრთხილეს: „ბარსელონასთან’’ (2:1) და „ბაიერნთან’’ (1:2). პარიზელთა მეტოქის ბანაკში კი რისკის...

პრობლემა ყველა რგოლში

ჟოაო ნევეში 25 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „მონაკოს’’ წინააღმდეგ (2:2). მას მერე ორი კვირა სრულდება, პსჟ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უკვე „ჩელსის’’ ხვდება. „პარიზიენი’’ წერს, რომ ორკვირიანმა...

ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა

ახლოვდება „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნები (15 მარტი) და პრესაში სულ უფრო მეტი იწერება კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კენჭს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც იყრის, ლეგენდარული ჩავი კი მისი მოწინააღმდეგის ვიქტორ ფონტის ბანაკშია. ჩავიმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისეთი ამბები გაიხსენა, რომლებმაც...

კლოპის აგენტმა ასე თქვა…

იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი „რედ ბულში’’ მუშაობით ძალიან კმაყოფილია და ხმები ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტის „რეალის’’ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ტყუილია. მოგეხსენებათ, კლოპი „რედ ბულში’’ მსოფლიო ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობს და 2024 წლის ანუ მას მერე, რაც...

ლუის ენრიკემ მეტწილად მენტალიტეტზე ილაპარაკა

„მონაკოსთან’’ შინ 1:3 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: - რით ახსნით ამ მძიმე მარცხს? - შეხვედრის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენ ძალიან დაგვაკლდა სიზუსტე. დავუშვით რამდენიმე ატიპიური შეცდომა. ასეთ რაღაც არ უნდა გააკეთო ისეთი გუნდის წინააღმდეგ,...

ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა

უელსელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა პოდკასტში სახელწოდებით Stick გაიხსენა ის წლები, როდესაც „რეალში’’ თამაშობდა. მან ერთმანეთს შეადარა მწვრთნელები, რომელთა ხელშიც „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ბურთს აგორებდა - ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი. ბეილისთვის ზიდანი უპირველეს ყოვლისა მისი დიდი აურაა. „ის ტაქტიკაზე ყურადღებას დიდად...

ბარსელონაში უკმაყოფილებაა

„ბარსელონაში’’ ხუთ დღეში სამმა ფეხბურთელმა მიიღო კუნთის ტრავმა. ჯერ ხუთშაბათს ვარჯიშზე ფრენკი დე იონგმა იტკინა ფეხი, ხოლო შემდეგ, „ატლეტიკოსთან’’ სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში („ბარსამ’’ მოიგო 3:0, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა - 3:4) ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე...

როგორ გადაუარა რუდიგერმა მოწინააღმდეგეს

„რეალმა’’ ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან’’ 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელთა გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ყურადღება მოწინააღმდეგის მარცხენა მცველის დიეგო რიკოს წინააღმდეგ უხეშობით მიიპყრო. რიკო უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით ამ საქციელისთვის რუდიგერი მკაცრად უნდა დაესაჯათ. გერმანელს მოწინააღმდეგის გადათელვა შერჩა. როგორც...

ოღონდ დღეს არა!…

ფრანგული გაზეთის „ეკიპის’’ 80-წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ვარსკვლავმა ზინედინ ზიდანმა წარსული გაიხსენა. მან მოყვა უდიდეს სპორტსმენებთან შეხვედრის ამბები, ილაპარაკა იმ ორ კვირაზე, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გაატარა, გატაცებით ილაპარაკა თავის საყვარელ...

დროს სჭირდებოდა დრო

26 იანვარს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონადან’’ 18 წლის დრო ფერნანდესი გადაიბირა. პარიზელებმა მასში გამოსასყიდ 8 მილიონზე ოდნავ მეტი გადაიხადეს. დრო „ბარსას’’ ლეგენდარული სკოლის „ლა მასიას’’ აღზრდილია, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა საფრანგეთის ჩემპიონმა, ხოლო „ბარსელონას’’ გერმანელი...

სლოტი: გიორგი შეიძლებოდა მთავარი მეკარე ყოფილიყო

არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილს უწოდა მეკარე, რომელიც შეიძლებოდა ნომერი ერთი ყოფილიყო. ამით „ლივერპულის’’ თავკაცმა გუნდის მთავარი მეკარის, ალისონის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. This is Anfield წერს, რომ „ვალენსიასგან’’ ქართველი მეკარის 29 მილიონ გირვანქად ყიდვის მიუხედავად „წითლების’’ კარის შეუცვლელ მცველად ბრაზილიელი რჩება, მაგრამ...

რა მოხდება ბოლო ტურში?

ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ...

ლუის ენრიკე: ზაბარნიმ ყველაზე კარგად ითამაშა

მართალია ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ და შაბათს „ლე ავრთან’’ „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში უზადო არ ყოფილა, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ლუის ენრიკეს გუნდისთვის გასული კვირა თითქმის იდეალური გამოვიდა. პსჟ ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, შემდეგ კი ლიგა 1-ის ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობით დამკვიდრდა...

მონაკოს ცხრა წითელი

არ ცხრება ლაპარაკი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მონაკოელი მამადუ კულიბალის გაძევების შესახებ. ცეცხლზე ნავთს ასხამს რომ სებასტიან პოკონიოლის გუნდიდან ფეხბურთელი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ რაუნდშიც გააგდეს. „ლუი მეორეზე’’ წითელი ბარათო რუსმა ალექსანდრ გოლოვინმა მიიღო. შედეგად, გამოვიდა, რომ...

კაცი, რომელიც კანკალებდა

ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის...

ნაკელი შენ!

„ტორინოს“ გულშემატკივრებმა გუნდის პრეზიდენტისა და მფლობელის ურბანო კაიროს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. გაბრაზებულმა ქომაგებმა კლუბის სავარჯიშო მოედანზე პიკაპით ნაკელი მიიტანეს და შესასვლელთან მიმოფანტეს. მოედნის გარშემო ღობეზე ასევე ეკიდა ბანერი წარწერით „კაიროს მსგავსი ნაგავი“. „ტორინო“ სერია A-ს ცხრილში 27 ქულით მე-15 ადგილზეა....

ჟორჟმა მთელი ვალენსია გააყვითლა

„ვილიარეალმა’’ ბოლო ტურში რეგიონული დერბი მოუგო „ვალენსიას’’ - 2:1. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და „ღამურებზე’’ თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს. სწორედ ამას ეძღვნება AS-ის წერილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ „ვალენსიამ’’ „ლა სერამიკაზე’’ თავისი 26 ვიზიტიდან 16...

რატომ არ მიესალმა მესი ლაპორტას?

2021 წელს ლეო მესიმ „ბარსელონა’’ დატოვა და „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა. მაშინ წერდნენ, რომ არგენტინელი „ბარსას’’ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილო იყო. ლაპორტამ მას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, შემდეგ კი უკან დაიხია. მიზეზი კლუბის ფინანსური პრობლემები იყო. ვის და...

ფონსეკა ტრამპის და ინფანტინოს წინააღმდეგ

„ლიონის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ეკიპს’’ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აშშ-ს  და ფიფას პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა. ის შეეხო ბოლოხანს წამოწეულ საკითხს, უნდა დააბრუნონ თუ არა რუსული კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებში.  ფონსეკამ, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს, თქვა: „ნუთუ ჩვენ...

თანაგუნდელებო, მეტად დაეხმარეთ ჟორჟს!

AS: „ჟორჟ მიქაუტაძე იბრძოდა, მაგრამ იზოლირებული იყო. ერთხელ კარგად დაარტყა პირველ ტაიმში და ორი გარღვევა ჰქონდა მეორეში. მას თანაგუნდელებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება’’. ასე შეაფასა ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა ქართველი თავდამსხმელის თამაში ვალენსიურ დერბიში, რომლშიც „ვილიარეალმა’’ „ვალენსიას’’ შინ 2:1...

გაუმაძღარი ფიფა გაფართოებაზე ფიქრობს

ფიფა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებამ იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა შეჯიბრება განავითაროს. მოგეხსენებათ, 2025 წლის ზაფხულში მას აშშ-მ უმასპინძლა. გაიმარჯვა „ჩელსიმ’’. კლუბთა შემდეგი მუნდიალი 2029 წლისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის შეფებს მისი უფრო ხშირად, კერძოდ ორი წელიწადში ერთხელ...

ალისონის და მამარდას ამბავი

ფრანგი მცველი იბრაჰიმა კონატე „ლივერპულთან’’ კონტრაქტის ბოლო თვეებს ითვლის. ფეხბურთელის წარმომადგენლები მერსისაიდული კლუბის დირექტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეებს შორის შესაძლოა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს. იგივე ვითარებაა შოტლანდიელ ენდი რობერტსონთან დაკავშირებითაც. მერსისაიდელები ფრთხილობენ. მათ არ უნდათ გაიმეორონ ისეთივე შეცდომა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან დაკავშირებით...

პარი სენ ჟერმენი ისეთივეა, როგორიც შარშან?

„პარი სენ ჟერმენს’’ ხშირად ადარებენ ერთი წლის წინანდელ საკუთარ თავს და ეს ბუნებრივია. 2025 წლის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობდა. მან ეს დონე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, შემდეგ კი გულშემატკივარს გაუჩნდა ეჭვი, რომ პარიზელთა თამაშის ხარისხი...

ესპანეთში ერთმანეთს დაერივნენ

ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი...

ფლიკი ბარსას ფეხბურთელებს უყვიროდა

ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:4 განადგურდა. 1960 წლიდან მოყოლებული ეს გახლდათ „ბარსას’’ ყველაზე დიდი მარცხი „ატლეტიკოსთან’’. გარდა ამისა, კატალონიელების გერმანელი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის გუნდს ასეთი დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია. ფლიკთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ „ბარსას’’...

რიბერი ეპშტეინის ფაილებში ახსენეს

მსოფლიო ჯეფრი ეპშტეინის ფაილებზე გადაირია. ლამის არ დარჩა ცნობილი ადამიანი რომლის სახელიც ამ ამერიკელ ფინანსისტთან და არასრულწლოვანთა გამრყვნელთან არ დააკავშირეს. ერთ-ერთი ბოლო ვინც ასეთმა დაკავშირებამ გააბრაზა და სასამართლოში ჩივილს აპირებს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერია, რომელმაც ბევრ კლუბში ითამაშა,...

დემბელე: ბალერდი ნაგავია

არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის...

კარვახალმა და არბელოამ ჯერ იჩხუბეს, მერე კი მშვიდად ილაპარაკეს

„რეალის’’ კაპიტანი დანი კარვახალი ბოლო ტურებში საწყლად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. „ვალენსიას’’ წინააღმდეგ როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მან კი არა დავიდ ხიმენესმა ითამაშა, ხოლო შემდეგ, 76-ე წუთზე ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, კარვახალი გაბრაზდა და მწვრთნელ ალვარო არბელოასთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკამათა....

პარიზელები პარიზში უნდა დარჩნენ

2026 წლის მარტში პარიზის მერის არჩევნებია. გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაც: დარჩება „პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ თუ ახალ ბინაში მოუწევს გადაბარგება. ეს საკითხი პარიზელებს ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აწუხებთ. მოკლედ შეგახსენებთ: ახლანდელმა მერმა ანი იდალგომ პსჟ-ს პრეზიდენტს...

რეალს ნიღბები ჩამოაცვეს

არდა გიულერი ფიზიკურ მომზადებაში შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. ოთხშაბათს „რეალის’’ ვარჯიშზე თურქმა ნახევარმცველმა პინტუსის ტესტებში ყველას აჯობა. ანტონიო პინტუსი გახლავთ მადრიდელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, რომელმაც თავისი ტესტები შეიმუშავა. ვარჯიშზე ფეხბურთელებს გაუკეთეს ეგრეთწოდებული მეტაბოლური ნიღბები, რომლებიც რეალურ დროში ზომავენ შესუნთქულ ჟანგბადისა და...

ანა ლევანდოვსკა ბარსელონაში ბოლო სეზონს აანონსებს

რობერტ ლევანდოვსკის მომავალი უცნობია. ჯერ არ გადაწყვეტილა დარჩება 37 წლის პოლონელი „ბარსელონაში’’ თუ არა. თავდამსხმელის კარიერის მომდევნო ეტაპის შესახებ საყურადღებო განცხადება მისმა ცოლმა, კარატისტმა, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ექვსგზის მედალოსანმა ანა ლევანდოვსკამ პოლონურ „პლეადასთან’’ ინტერვიუში გააკეთა. „დავაკვირდებით, როგორ გავა ეს...

იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?

თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე...