„ტორინოს“ გულშემატკივრებმა გუნდის პრეზიდენტისა და მფლობელის ურბანო კაიროს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. გაბრაზებულმა ქომაგებმა კლუბის სავარჯიშო მოედანზე პიკაპით ნაკელი მიიტანეს და შესასვლელთან მიმოფანტეს. მოედნის გარშემო ღობეზე ასევე ეკიდა ბანერი წარწერით „კაიროს მსგავსი ნაგავი“. „ტორინო“ სერია A-ს ცხრილში 27 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით აჭარბებს. ისინი ასევე გამოეთიშნენ იტალიის თასს – მეოთხედფინალში „ინტერთან“...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს
„ბენფიკას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ კომენტარი გააკეთა რასობრივ სკანდალზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩში მადრიდის „რეალთან“ თამაშისას მოხდა. სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს. „ორივე მხარეს მოვუსმინე. ვინისიუსი ერთს ამბობს, პრესტიანი კი სრულიად სხვას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ობიექტურობა შევინარჩუნო და არ ვაპირებ რომელიმე მხარის დაჭერას. ინციდენტამდე კარგი ფეხბურთი ვნახეთ. „ბენფიკამ“ ძლიერად დაიწყო, თუმც მადრიდელებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს“....
არ დავნებდებით
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა კომოსთან იტალიის თასის მეოთხედფინალში პენალთებით 6:7 დამარცხების შესახებ. „ბიჭები უნდა შევაქო, რადგან ჩვენს ამჟამინდელ პოტენციალს ვაჭარბებთ. ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს და ამის მიუხედავად, შესანიშნავ შედეგებს ვაჩვენებთ. ერთ კალენდარულ წელს სკუდეტოც და ქვეყნის სუპერთასიც მოვიგეთ და დღევანდელი დღე ძალიან იმედგამაცრუებელია, რადგან პენალტების სერიაშიც კი შეგვეძლო გასვლა შემდეგ რაუნდში. ნებისმიერ გუნდს...
სასაცილო ადგილი
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, საუდის არაბეთის ლიგაში ალ-ნასრის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. „საუდის არაბეთის ლიგა სასაცილო ადგილია, რადგან კრიშტიანუს მისვლამდე არავის სმენია მათ შესახებ და ახლა ისინი პატივს არ სცემენ იმ ადამიანს, რომელმაც მათ მსოფლიო აღიარება მოუტანა. პირდაპირ გეტყვით: თუ კრიშტიანუ ხვალ წავა, ამ ლიგას არავინ უყურებს“, – თქვა გერმანელმა...
გვარდიოლა პოლიტიკაზე
მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და უკრაინასა და პალესტინაში გენოციდი ახსენა. „კაცობრიობის ისტორიაში არასდროს, არასდროს არ გვქონია ასეთი მკაფიო ინფორმაცია, როგორც ახლა: პალესტინაში გენოციდი, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მთელ მსოფლიოში – სუდანში, ყველგან. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. გვინდა თუ არა ამის დანახვა, ეს ჩვენი პრობლემაა, ხალხის პრობლემა. ეს ჩვენი პრობლემებია“.
კანტე ფენერბაჰჩეში
თურქული კლუბის „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ალ-იტიჰადის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ტრანსფერის შესახებ. „ზოგიერთ ამბავს დრო სჭირდება, მაგრამ ისინი დაუმთავრებელი არ რჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფენერბახჩეში“, ნგოლო კანტე“, – დაწერა კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში. გარკვეული დოკუმენტური პრობლემების შემდეგ „ფენერბაჰჩემ“ და „ალ-იტიჰადმა“, როგორც იქნა, ფიფასგან ამ ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღეს. თურქულმა კლუბმა შემდგომში „ალ-იტიჰადის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერის...
დიმიტრი, ჭკვიანად…
დიმიტრი პაიეს, „ვესტ ჰემისა“ და „მარსელის“ ყოფილი ფეხბურთელის ირგვლივ ახალი სკანდალი მძვინვარებს. ფრანგი გარემარბი, რომელიც 2023 წლიდან 2025 წლამდე ბრაზილიურ კლუბ „ვასკუ და გამაში“ თამაშობდა, კვლავ სერიოზული ბრალდებების ზეწოლის ქვეშაა. ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა თქვა, რომ ბრაზილიაში მათი ურთიერთობის დროს მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად იძალადა. ადვოკატისა და ინფლუენსერის, ლარისა ფერარის თქმით, ის პაიეს 2023 წელს...
ფლიკი რომ არ მოსულიყო…
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ 2026 წლის ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალთან“ 3:2 გამარჯვებაზე ისაუბრა. „ჩემი საუკეთესო მომენტი ამ სეზონში? არასდროს ვიტყოდი ასე, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან! რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, დავეხმარო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს… კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აზროვნება...
იბერია პირველია!
ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. „იბერიამ“ შინ 2:1 დაამარცხა „გაგრა“, 80 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით გაუსწრო „დილას,“ რომელმაც შინ „დინამოსთან“ დაკარგა ქულები – 2:2. თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩებოდა, რადგან „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უპირატესობა და თანაბარი ქულების შემთხვევაშიც იპირველებდა. მთელი მეოთხე წრის განმავლობაში, 28-ე ტურიდან მოყოლებული, „იბერია“ და „დილა“ თანაბარი ქულებით...
იბერია – ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე
ბოლო ტურის წინ ეროვნული ლიგის სათავეში ისევ თანაბრობაა. „იბერიამ“ და „დილამ“ 77-77 ქულა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის კვალად, ლიდერი ისევ მოქმედი ჩემპიონი „იბერიაა“. ამიტომ, საკმარისია ბოლო ტუში, 6 დეკემბერს, „გაგრა“ დაამარცხოს, რომ ზედიზედ მეორედ გახდება ქვეყნის ჩემპიონი. ამჯერად ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, „იბერიამ“ სტუმრად კაცნაკლული „გარეჯი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო „დილამ“ ასევე სტუმრად ელიტიდან უკვე...









