Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
უხუცესი გადრაიცვალა
ჩანაწერი

უხუცესი გადრაიცვალა

რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბუქრესტის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ უხუცესი მწვრთნელი, ვისაც კი ქვეყნის ნაკრები გაუწვრთნია. როგორც ფეხბურთელი, ლუჩესკუ იცავდა ბუქარესტის „დინამოს“, „კორვინულისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდის ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. მწვრთნელის რანგში მან რუმინეთის ნაკრები 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევრო 1984-ის ფინალურ ეტაპზე დააბრუნა და 1983 წელს ნაკრებში გიორგი ჰაჯის...

ტრავმას ჩაბის აბრალებენ
ჩანაწერი

ტრავმას ჩაბის აბრალებენ

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი  ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი,...

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია
ჩანაწერი

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან...

წითელი გაასაჩივრდება
ჩანაწერი

წითელი გაასაჩივრდება

მადრიდის „რეალი“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს წითელ ბარათს გაასაჩივრებს ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში „ატლეტიკოსთან“ 3:2 გამარჯვების შემდეგ. კლუბი გაძევებას გაუმართლებლად მიიჩნევს, ხოლო მოთამაშის მიერ ჩადენილ ქმედებას მხოლოდ ყვითელი ბარათის საფუძვლად. ურუგვაელმა 77-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო სტუმარი ფეხბურთელის, ალექს ბაენას ფეხზე დაბიჯებისთვის. ოფიციალურ ოქმში მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერომ დაწერა, რომ ვალვერდე მოედნიდან გააძევეს ბურთისთვის მიუწვდომელ...

სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს
ჩანაწერი

სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაქო მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ვალვერდეს ჰეთ-თრიქმა არ გამაკვირვა, მაგრამ მისი გოლები ძალიან მომეწონა. ისინი საოცარი იყო. მატჩის შემდეგ მივწერე: „სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს“, – თქვა კარლო ანჩელოტიმ. ვალვერდემ ამ სეზონში 40 საკლუბო მატჩი ჩაატარა,...

მოულოდნელი ლიდერი
ჩანაწერი

მოულოდნელი ლიდერი

რაღაც უცნაურად დაიწყო ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი. ვინც ცხრილში ზემოთ უნდა იყოს, ქვემოთაა და პირიქით. დებიუტანტმა „სპაერმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით. ამჯერად მათ „სამგურალი“ დაამარცხეს 4:1, 9 ქულა მოაგროვეს  და კვლავ ლიდერობენ გათამაშების ცხრილს. 4 პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ და მართალია, მეტოქეებზე ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს, მინიმუმ ერთი ტურის განმავლობაში ისევ...

სრული ტური
ჩანაწერი

სრული ტური

გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“  თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი კონკურენტი, გორის „დილა“ დაამარცხა. იბერიელებმა გიორგი ჯინჯოლავას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. სხვათა შორის, ტრადიცია გაგრძელდა:...

მესი პელეს გვერდით
ჩანაწერი

მესი პელეს გვერდით

„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით მატჩში „ორლანდო სიტის“ წინააღმდეგ. ამ თამაშში არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მესი სამგზის მსოფლიო ჩემპიონს პელეს გაუთანაბრდა, ისინი ახლა ფეხბურთის ისტორიაში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობით. უდავო ლიდერი კი ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანოა, რომელსაც ჯარიმიდან 77 გოლი...

ინფანტინო: პირი არ დაიფაროთ
ჩანაწერი

ინფანტინო: პირი არ დაიფაროთ

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საზოგადოებას შესთავაზა ფეხბურთის წესების შეცვლა მადრიდის რეალის თავდამსხმელის ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის შემდეგ. მისი განცხადებით მოედნიდან ის მოთამაშეები უნდა გააძევონ, რომლებიც საუბრისას პირს ხელებით ან ტანსაცმლით დაიფარავენ. ინციდენტი 17 თებერვალს რეალსა და ბენფიკას შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩისას მოხდა. გოლის გატანის შემდეგ, ვინისიუსი პორტუგალიელ ნახევარმცველ ჯანლუკა პრესტიანისთან შელაპარაკებაში ჩაება, რომელიც პირს...

ნაკელი შენ!
ჩანაწერი

ნაკელი შენ!

„ტორინოს“ გულშემატკივრებმა გუნდის პრეზიდენტისა და მფლობელის ურბანო კაიროს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. გაბრაზებულმა ქომაგებმა კლუბის სავარჯიშო მოედანზე პიკაპით ნაკელი მიიტანეს და შესასვლელთან მიმოფანტეს. მოედნის გარშემო ღობეზე ასევე ეკიდა ბანერი წარწერით „კაიროს მსგავსი ნაგავი“. „ტორინო“ სერია A-ს ცხრილში 27 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით აჭარბებს. ისინი ასევე გამოეთიშნენ იტალიის თასს – მეოთხედფინალში „ინტერთან“...