Author: ბაჩო სვანიძე (ბაჩო სვანიძე)

Home ბაჩო სვანიძე
ფეხბურთის დიდი ეგო
ჩანაწერი

ფეხბურთის დიდი ეგო

ეს ამბავი ცოტათი თბილისურ ისტორიას ჰგავს: რაღაც საქმეზე ძველი ნაცნობის დაჭერა რომ გინდა და მისი მობილური ტელეფონის ნომრის გასაგებად მთელ ქალაქს რომ შეაწრიალებ. დიეგო მარადონას ძებნა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავიწყე და ბოლოს მივაგენი კიდეც. მასთან სატელეფონო ინტერვიუს დიდი ჩხრეკა-ძიება და მოლაპარაკებები უძღვოდა. ნახევარსაათიანი საუბრიდან რაც გამოდნა, ქვემოთ წაიკითხავთ. სხვანაირად კი, ხეირიანად არც მახსოვს რაზე ვლაპარაკობდით:...

არშემდგარი დაბრუნება
ჩანაწერი

არშემდგარი დაბრუნება

მასზე ამბობდნენ, არ გაუმართლა საქართველოში რომ დაიბადა, თორემ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდაო. გია რაფავას არ გაუმართლა, როდესაც კლოდ სორელმა აითვალწუნა და ორმეტრიანი გოლიათი ნაკრებს ჩამოაშორა. სორელამდე გია რაფავამ 13-ჯერ ითამაშა ნაკრებში და გულშემატკივართა ჯილა იყო. არაადამიანური ჯანის პატრონი, მეტოქეს მეტოქეზე ანგრევდა და ბორჯღალოსანთა კაპიტნობაც მოასწრო. „რაფო“, როგორც მას შინაურულად ეძახიან, თავისიანთა თამაშს და ორ მსოფლიო...

ქართველებო შემოგვთავაზეთ სიურპრიზი, თქვენ ეს შეგიძლიათ!
ჩანაწერი

ქართველებო შემოგვთავაზეთ სიურპრიზი, თქვენ ეს შეგიძლიათ!

„როდესაც დენი ბურთს მიიღებს, ჩათვალეთ, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ლელოს გაიტანს. ლუგერი ფანტასტიკური მოთამაშეა“ – ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ფენომენალურ კლაივ ვუდვორდს ეკუთვნის. დენ ლუგერი ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის „ტულონში“ ჩვენი გია ლაბაძის მხარდამხარ თამაშობს, მანამდე კი ინგლისელთა იმ „ოცნების გუნდში“ ბრწყინავდა, 2003 წლის მსოფლიო თასი რომ მოიგო და ერთიმეორის მიყოლებით აწიოკებდა...

ინტერვიუ ფეესბეს გენერლის ტელეფონით
ჩანაწერი

ინტერვიუ ფეესბეს გენერლის ტელეფონით

19 წლის იყო, რუსეთის ნაკრებში დებიუტი რომ ჰქონდა და იქიდან მოყოლებული, სეზონი ისე არ დაუსრულებია, რაიმე ტიტული არ მოეგო. 26 წლის ეკატერინა გამოვას პირად და სანაკრებო ჯილდოებს თვლა არ აქვს, შარშანწინ კი ჯერჯერობით უმთავრესი ჯილდო ირგუნა – 2004 წლის ევროპის საუკეთესო ფრენბურთელ ქალად აღიარეს. ეს ყველაფერი კი „ნიკოლაი მრისხანის“ – ცნობილ მწვრთნელ კარპოლის ყიამყრალი დატუქსვებით...

ქარავანი და, რა ქარავანი!
ჩანაწერი

ქარავანი და, რა ქარავანი!

მეათე წელია საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების კაპიტნის ამირან ჯიოშვილის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფრენბურთელი ქალის ვიქტორია რავას ვარსკვლავური ოჯახი შობა-ახალ წელს საფრანგეთში ხვდება. ამირანი „ნიცას“ ერთ-ერთი ლიდერია, ვიკა კი „კანის“ სუპერვარსკვლავია და სპორტული რეჟიმის გამო საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულობით თუ ახერხებენ. გლდანში დაბადებულ-გაზრდილ ვიკას და ამირანს არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, დიდი სურვილი გვაქვს ახალ წელს განათებულ და...

იქ, სადაც რაგბი რელიგიაა
ჩანაწერი

იქ, სადაც რაგბი რელიგიაა

ენდი მერთენსი 21 წლის კნაჭა ბიჭი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების 10-ნომრიანი შავი მაისურა რომ გადააცვეს და ხორცსაკეპში შეუშვეს. ერთად იყწებდნენ ის და მთაკაცი ჯონა ლომუ. 1973-მა წელმა უნიჭიერესი მორაგბეები აჩუქა მსოფლიოს – ენდრიუ მერთენსი, ტანა უმაგა, ჯასტინ მარშალი (ახალი ზელანდია), ჯორჯ გრეგანი, მეტიუ ბერკი (ავსტრალია), რაფაელ იბანიესი, ფაბიენ პელუ, ოლივიე მანი (საფრანგეთი), რიჩარდ ჰილი (ინგლისი)…...

მარსელ დესაის ქართველები და საქართველო
ჩანაწერი

მარსელ დესაის ქართველები და საქართველო

რა შეიძლება ინატროს ღარიბ აფრიკულ ქვეყანაში დაბადებულმა ზანგმა ბიჭუნამ? ძალიან იოლია ამის გამოცნობა: ითამაშოს ფეხბურთი, წავიდეს ევროპაში, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, კონტინენტის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი… ეს ოცნება ოცნებადვე რჩება მილიონებისთვის, მაგრამ არიან ისეთებიც, სულ სამაგალითო სპორტსმენები, ვინც ოცნების ცა გადაიფრინეს და გამარჯვების მიწაზე დადგეს ფეხი. წარმოშობით განელმა მცველმა მარსელ დესაიმ ყველა საფეხურის გავლა შეძლო: მოიგო ჩემპიონთა...

დიდი ავსტრალიელის ფრანგული დრამა ინგლისელი მკვლელით
ჩანაწერი

დიდი ავსტრალიელის ფრანგული დრამა ინგლისელი მკვლელით

მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, სამი ერის ორგზის მომგები, ზე 12-ის ორგზის გამარჯვებული! 139 თამაში ავსტრალიის ნაკრებში და ამ მხრივ დამყარებული მსოფლიო რეკორდი! მეტი რა უნდა ინატროს მორაგბემ? მაგრამ, როგორც ირკვევა, „ვოლაბების“ და „ბრამბიზის“ ლეგენდარული 9 ნომერი და კაპიტანი ჯორჯ გრეგანი მაინც გულდაწყვეტილი წავიდა დიდი რაგბიდან, რადგან მისმა ავსტრალიამ სულ ახლახან მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორედ წააგო...

არგენტინული სპორტის მარადი სურნელი
ჩანაწერი

არგენტინული სპორტის მარადი სურნელი

ეს შავგვრემანი და ეშხიანი არგენტინელი ლამაზმანი დღესაც ახსოვთ სპორტის ქომაგებს მიუხედავად იმისა, რომ ათი წელია, დიდი კორტზე არ გამოუნათებია. მხოლოდ 26 წლის იყო ჩოგბურთიდან რომ წავიდა და ათასობით მამრის გული და გონება წაიყოლა. ქალთა ჩოგბურთი დღეს ასე პოპულარული რომაა, მისი, გაბრიელა საბატინის მოხდენილი და კოხტა სხეულის დამსახურებაცაა. მოკლედ, ის იყო ქალი კუნთმაგარ დედაკაცებში და მისი...

ეს წელი შავი იქნება
ჩანაწერი

ეს წელი შავი იქნება

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ვარსკვლავების გვერდით თუ ვითამაშებდი. ვარსკვლავები კი არა, ლეგენდები არიან! ხანდახან უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მოედანზე ერთად რომ ვართ, მე კი ზოგჯერ მათი კაპიტანი ვარ“, – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების გამოცდილ უნივერსალს გია ლაბაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ელიტ 2-ში სახელიან კლუბ „ტულონში“ თამაშობს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მეორე დივიზიონში ლაბაძის მხარდამხარ...