
ეროვნული ლიგის მე-13 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 16 გოლი გაუტანეს (მანამდე სარეკორდო მე-9 ტური გახლდათ – 15 გოლი).
მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ მეორე ადგილზე მყოფი „ბათუმი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს უკვე 9 ქულით გაუსწრო. ეს ბათუმელთა პირველი წაგება გახლდათ წლეულს ეროვნულ ლიგაში, „იბერია“ კი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.
სტუმართაგან პირველი ბურთი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. ეს ირაკლის 128-ე გოლი გამოდგა უმაღლეს ლიგაში, ამისდაკვალად, მან ჯაბა დვალს გადაუსწრო და ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა, წინ მხოლოდ ზურაბ იონანიძე (216) და ლევან ხომერიკი (140) არიან.
ამ ტურში ორი ავტოგოლი გავიდა. ერთი „სამგურალის“ განელმა ჯუდ არტურმა შეაგდო საკუთარ კარში „გაგრასთან“ მატჩში, მეორე დინამოელმა საბა ხვადაგიანმა „თელავთან“ შეხვედრაში.
„ტორპედომ“ მნიშვნელოვანი მარჩი მოიგო „დილასთან“ სტუმრად (0:1). ხოლო „გარეჯმა“ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ბოლოდან მე-8 ადგილზე აღზევდა. დუბლი მიითვალა გარეჯელთა ახალწვეულმა ვახო ბედოშვილმა.
დილა 0:1 ტორპედო
0:1 შერიფი (3)
სამგურალი 0:2 გაგრა
0:1 არტური (2 საკ. კარში), 0:2 ხარებაშვილი (90+1)
ბათუმი 2:3 იბერია
1:0 პაულაუსკასი (18), 1:1 სიხარულიძე (23), 1:2 ტაბატაძე (39), 2:2 მარა (44), 2:3 ჯინჯოლავა (82)
გაძევება: უაჰაბი (87) – ბათუმი
დინამო 2:1 თელავი
1:0 გვილია (27), 2:0 მორჩილაძე (41), 2:1 ხვადაგიანი (45+1 საკ. კარში)
გარეჯი 4:1 კოლხეთი
1:0 ბედოშვილი (18), 2:0 პაპავა (38 პენ), 3:0 ბედოშვილი (59), 3:1 აბუაშვილი (73), 4:1 ქომეთიანი (89)
[table id=51 /]
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
