Breaking News

ფლიკი: მსაჯს ვუთხარი რაც სათქმელი იყო!

With a 4-3 victory, Inter Milan eliminated Barcelona and qualified for the Champions League final. (Photo by PIERO CRUCIATTI / AFP)„ინტერისა’’ და „ბარსელონას’’ უჩვეულო, დრამატული დაპირისპირების შემდეგ (3:3; 4:3 დამატებით დროში), „სან სიროს’’ საპრესკონფერენციო დარბაზში კატალონიელთა გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს:

…ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. მატჩში სული და გული ჩავდეთ. ყველა ეპიზოდი, რომელიც 50-50-ზე იყო „ინტერის’’ სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. მე ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, რომ შედეგი უსამართლოა. მსაჯმა რამდენიმე გადაწყვეტილება მეტოქის სასარგებლოდ მიიღო. ასეთია ფეხბურთი. მეტოქე გამარჯვებას იმსახურებდა. გამარჯვებას მისი გულშემატკივრებიც იმსახურებდნენ. ჩვენ კი მომდევნო სეზონში დავბრუნდებით…

…დიახ, მიმაჩნია, რომ მსაჯობა უსამართლო იყო, მაგრამ ამაზე ბევრი ლაპარაკი აღარ მსურს. მე მას ვუთხარი რაც სათქმელი იყო…

…გულშემატკივარს უკვე ვუთხარი და კიდევ გავიმეორებ: ჩვენ მომავალ სეზონში დავბრუნდებით. დღეს სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ასევე იყო ბარსელონაში. დღეს ჩემმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა მის ქომაგებს სიამაყის საფუძლველი რომ ჰქონოდათ. ახლა წინ უნდა წავიდეთ…

…დღეს უმწვავეს, ძალიან ძლიერს შეტევებს გავუმკლავდით, მაგრამ დაცვაში კიდევ უკეთ შეიძლებოდა თამაში. მეტოქე ჩვენზე გამოცდილი იყო. ჩვენ გაისად დავბრუნდებით. ცხადია, უკეთ თამაში დაცვაშიც შეგვიძლია და შეტევაშიც…

…დღევანდელ მატჩს გავაანალიზებთ და შევხედავთ კიდევ რის გაკეთება შეიძლება. ყოველთვის ვერ მოიგებ, ეს ცხოვრების ნაწილია, ასეთია ფეხბურთი. ჩვენ მარცხი უნდა მივიღოთ, მაგრამ ტიტულების მოპოვება უნდა გვწყუროდეს. გამომშვიდობების წინ ერთი რამის თქმა მინდა: მსაჯობაზე ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ „ინტერს’’ მიუნხენში მაინც მინდა წარმატება ვუსურვო.

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.