სანაკრებო კვირა დასასრულს უახლოვდება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ 17 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ უწევს თამაში. მეტოქეები ცხრილში გვერდიგვერდ იმყოფებიან: „ღამურებს“ 8 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-8 პოზიციაზე არიან, „ბარსას“ კი 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე 12 ქულით მე-9 პოზიცია უკავია. ორივე გუნდს სამ-სამი მოგება აქვს.
„ელ ჩემ“ ბოლოს ზუსტად ერთი თვის წინ, 12 სექტემბერს, „ოსასუნასთან“ 4:1 მოიგო. იმ შეხვედრაში გუნდის კარს მამარდაშვილი იცავდა. შემდეგ კი იყო შეხვედრები „რეალსა“ და „სევილიასთან“, რასაც მოუგებელი სერია მოჰყვა.
წარუმატებლობების მიზეზი ისიც იყო, რომ სექტემბერში ხოსე ბორდალასს სამი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა, თუმცა რადიო AS-ის თქმით სამივე გამოჯანმრთელდა და ამ უქმეებზე სრული დატვირთვით დაიწყეს ვარჯიში. ლაპარაკია 26 წლის მცველ ხოსე ლუის გაიაზე, 24 წლის ნახევარმცველ კარლოს სოლერსა და 30 წლის რუს თავდამსხმელ დენის ჩერიშევზე.
გაიამ და ჩერიშევმა „ჩეების“ ოთხი შეხვედრა გამოტოვეს, სოლერმა კი სამი.
მართალია, „კამპ ნოუზე“ თამაშამდე ჯერ 5 დღეა, მაგრამ ესპანურ პრესაში წერენ, რომ ბორდალასი „ბარსელონას“ წინააღმდეგ ასეთ შემადგენლობას ათამაშებს:
სილესენი, დიაკაბი, პაულისტა, გუილამონი, გაია, სოლერი, ვასი, რაკიჩი, ჩერიშევი, გუედეში, დურო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
