ქურდმა ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი წაიღო

Home აქეთურ-იქითური ქურდმა ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი წაიღო
ქურდმა ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი წაიღო

No description available.რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ტოკიოს 2020 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი რუსი ელენა ვესნინა გაქურდეს.

ჩოგბურთელის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ სულ რამდენიმე საათით დატოვეს ბინა და სავახშმოდ წავიდნენ. სახლში დაბრუნებულებს ყველა ოთახი არეული დახვდათ და სეიფი გატეხილი.

სეიფიდან ძვირფასეულობა წაიღეს, მედლები კი სპორტულ ჩანთაში იდო და კუთხეში ეგდო. იმ დღეს ვესნინამ მედლები საჩოგბურთო კლუბში წაიღო ბავშვებისთვის საჩვენებლად. ქურდებმა მედლებიც იპოვეს და ხელს გააყოლეს.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".