
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 32 წლის პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი უეჭველად „ბაიერნში” დარჩება. ეს ბავარიელთა პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ჩინურ მას-მედიასთან საუბრისას თქვა.
„ლევანდოვსკიმ კონტრაქტის თანახმად „ბაიერნში” კიდევ ორი წელიწადი უნდა დაჰყოს, — თქვა ჰაინერმა, — ერთი ხნის წინ, ასეთსავე კითხვაზე ვუპასუხე, რომ მე მას ძალიან იოლად წარმოვიდგენ ჩვენს გუნდში კიდევ ორი სეზონის განმავლობაში. მოკლედ, ლევანდოვსკი, რომ შემდეგ ორ წელიწადსაც „ალიანც არენაზე” გაატარებს, ამაში ეჭვს ნურავინ შეიტანს”.
გარდა ამისა, კლუბის პრეზიდენტმა ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ კლუბს წარმატებული დიალოგი აქვს თანატოლებთან, 26 წლის მოთამაშეებთან ლეონ გორეცკასა და იოზუა კიმიხთან.
„ეს ფეხბურთელები ევრო 2020-ზე თამაშობდნენ, რის შემდეგაც შვებულებაში იყვნენ. ახლა, ისინი მიუნხენში დაბრუნდნენ და მოლაპარაკებები გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ ერთ-ორ კვირაში საერთო ენას გამოვნახავთ და ხელშეკრულებას გავაფორმებთ”.
კიმიხს „რეკორდმაისტერთან” 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს კონტრაქტი, გორეცკას ხელშეკრულებას კი ერთი წლით ადრე გაუდის ვადა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
