„დეპორტეს კუატროს” ცნობით, „ბარსელონა” ლა ლიგის მომავალ ჩემპიონატში ლეო მესის რეგისტრაციაში გატარებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამ საქმისთვის კლუბის სამი ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი ჯამაგირის 40 პროცენტზე იტყვის უარს. თუმცა არის ფულის გამოძებნის კიდევ ერთი გზა — ანტუან გრიზმანის გაყიდვა.
„ბარსელონასთვის” მესი და გრიზმანი შეუდარებელი სიდიდეებია. თან, კლუბმა უკვე შესთავაზა კოპა ამერიკას ჩემპიონს ათწლიანი თანამშრომლობა, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაჰყო: ორი სეზონი „ბარსას” ფეხბურთელობა; გარკვეული ხანი ამერიკულ MLS-ში ბურთაობა, სადაც აშშ-ში კლუბის ელჩის საქმესაც შეითავსებს და ბოლოს გარანტირებული ადგილი „ბარსას” ფეხბურთის დეპარტამენტში.
ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა გრიზმანისთვის ახალი კლუბის შერჩევაა. „ბარსელონას” დირექტორატი ამ საკითხზე უკვე მუშაობს და, როგორც ამბობენ, თავად ფეხბურთელიც არ ამბობს „კამპ ნოუდან” წასვლაზე უარს. თუმცა, არის პრობლემაც. გრიზმანს მაინცდამაინც „ატლეტიკოში” უნდა დაბრუნება.
გრიზმანის ახლანდელი ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდეა ძალაში. „ბარსელონამ” „ატლეტიკოს” 120 მილიონი ევრო გადაუხადა.
გრიზმანის გარდა „ბარსელონას” გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში არიან ტოდიბო, მატეუს ფერნანდესი, ტრინკაო, ხუნიორ ფირპო და ალენია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
