ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ შარშიც გაეხვა. ფეხბურთის ფუძემდებლებმა ნახევარფინალში დანიას დამატებით დროში 2:1 მოუგეს, მაგრამ ამ მატჩის ირგვლივ უეფამ გამოძიება დაიწყო.
გადამწყვეტი გოლი დანიელთა კარში მას შემდეგ გავიდა, რაც რაჰიმ სტერლინგის წაქცევისთვის საკამათო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ჰარი კეინმა ვერ გაიტანა – კასპერ შმეიხელმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე იმავე კეინმა ყველას დაასწრო და მაინც შეაგდო.
მერე კი როგორც გაარკვიეს, დარტყმამდე ტრიბუნიდან მავანმა გულშემატკივარმა დანიელთა მეკარეს თვალებში ლაზერის სხივი მიანათა.
ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრესს-სამსახურის ცნობით, გამოძიება მარტო ამ კუთხით არ წარიმართება – ინგლისელმა გულშემატკივრებმა დანიის ჰიმნის დროს ტრიბუნეზე პიროტექნიკა გამოიყენეს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
