ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად 4:2 მოუგო „ლესტერს“. შედეგად, ლონდონურმა კლუბმა კონფერენსლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო „მელიები“ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა და ევროპა ლიგაზე გადაისროლა.
თუმცა, ამ მატჩში სხვა საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ტოტენჰემელმა ჰარი კეინმა გოლი შეაგდო, რამაც პრემიერლიგის ბომბარდირი გახადა. ინგლისელმა თავდამსხმელმა სეზონში თავი 23-ჯერ გამოიჩინა, პლუს 14 საგოლე პასიც გაახერხა და 27 წლის თავდამსხმელი ბომბარდირთან ერთად საუკეთესო ასისტენტობაც შეითავსა.
ასეთი რამ კი, 1994 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. მაშინ „მანჩესტერ იუნატედის“ შემტევი ენდი კოული ისე გახდა ბომბარდირი, რომ ყველაზე მეტი საგოლე პასიც მის ანგარიშზე იყო…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
