„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი არანორმალურ ფორმაშია. „მეომრებმა“ ბოლო მატჩში „საკრამენტო კინგზი“ 117:113 დაამარცხეს და ამაში კარის დიდი დამსახურებაა. მან გუნდს 37 ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ სტეფმა 50%- იანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები და 14 მცდელობიდან შვიდი ჩააგდო. აპრილის თვეში კი, ჯამში 85 სამიანი გამოუვიდა, რაც ლიგის ყველა დროის რეკორდია. ამასთან, აპრილის ბოლომდე კიდევ არის თამაშები…
საინტერესოა, რომ 2019 წლის ნოემბერში, მაშინ ჰიუსტონელმა ჯეიმს ჰარდენმა მეტოქეებს 82 სამქულიანი ჩაუგდო…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
