პრემიერლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში „ევერტონთან“ (2:2) „ტოტენჰემის“ ლიდერმა ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა.
ეს პრემიერლიგაში მისი 163-ე და 164-ე გოლები იყო. მან უკან მოიტოვა „ტოტენჰემის“ ყოფილი ფორვარდი ჯერმეინ დეფო (162), ასევე „ლივერპულისა“ და „სიტის“ ბომბარდირი რობი ფაულერი (163).
ყველა დროის ხუთეულში შესასვლელად ჰარის კიდევ 13 გოლი სჭირდება. მასზე წინ ტიერი ანრი (175) და ფრენკ ლემპარდი (177) არიან. რაც შეეხება ლიდერებს:
4.სერხიო აგუერო (181)
3. ენდი კოული (187)
2. უეინ რუნი (208)
1. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ლეგენდარული ალან შირერია, ვისაც პრემიერლიგურ კარიერაში 260 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
