შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში „ბარსელონას” პრეზიდენტი იქნება ჟოან ლაპორტა ი ესტრუჩი. გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოაგროვა 30 184 ხმა. მეორე ადგილზე გავიდა ვიქტორ ფონტი, რომელმაც კლუბის 16 679 წევრის ნდობა დაიმსახურა, მესამე კი იყო ტონი ფრეიშა, 4 769 ხმით.
ამდენ ამომრჩეველს „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. პანდემიის გამო იყო 20 000 პლუს ხმა, ანუ ისინი, ვინც არჩევანი ფოსტით გააკეთა.
ცხადია, ყველამ იცის, რომ ლაპორტა „ბარსელონას” პრეზიდენტი პირველად 2003-10 წლებში იყო, როდესაც მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შექმნა ლეგენდარული გუნდი და ამ გუნდმა მიჯრით ექვსი დიდი ჯილდო მოიგო.
ამ ეტაპზე ლაპორტას ამოცანა კლუბის ფინანსური სირთულეებიდან გამოყვანა და ზაფხულში ლეო მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა. ამუ, მან მესი „ბარსელნაში” უნდა დატოვოს.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ლაპორტა მივიდა „კამპ ნოუზე” ცნობილ „აუდიტორია 1899″-ში და კლუბის პრეზიდენტის რანგში პირველი სიტყვა თქვა. თავიდან, რასაკვირველია ყველა მხარდამჭერსა და მონაწილეს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი სხვა თემებსაც შეეხო. „ბარსას” ოფიციალური საიტი მთავარ ციტატებს გვთავაზობს:
„პანდემიის გამო ეს არჩევნები კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, რომელთა დიდი ნაწილი საარჩევნო ყუთებთან მივიდა და თავისი აზრი გამოხატა. ეს ძალიან საამაყოა.
მინდა მადლიერებით მოვიხსენიო ის ხალხი, ვინც ჩვენთან მჭიდრო კავშირში იყო, მაგრამ ცოცხალი აღარ არის. მაგალითად იოჰან კრუიფი. ის გახლდათ ჩვენი დიდი შთაგონება. დღეს, ფაქტობრივად გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც არის კრუიფისტა და ბარსელონისტა.
ის ფაქტი, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, ლეო მესი, საარჩევნო უბანში ვაჟთან ერთად მოვიდა და ხმა მისცა, იმის დასტურია, რომ მას „ბარსელონა” უყვარს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და იმედი მაქვს, რომ ეს მესის ჩვენთან დარჩენას გადააწყვეტინებს.
მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩემი კონკურენტების ტონი ფრეიშასა და ვიქტორ ფონტისადმი.
ახლა წინ დიდი გამოწვევები გველის და მწამს, კვლავ შევძლებთ, რომ „ბარსელონა” გავხადოთ ეკონომიკურად ძლიერი და ბედნიერი კლუბი.
ყველაზე მეტი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ „ბარსას” სიყვარულია. გვიყვარდეს ისე, როგორც არასდროს.
გაუმარჯოს „ბარსელონას” და გაუმარჯოს კატალონიას!”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
