„მილანისთვის” რომ გადაესწრო და ცხრილის სათავეში მოქცეულიყო, „ინტერს” „ლაციოსთან” გამარჯვება სჭირდებოდა. სეზონის მეორე ნახევარში „ნეროაძური” პირველ ადგილზე 2009-10 წლების ჩემპიონატის შემდეგ არ ყოფილა.
„სან სიროზე” გამართულ შეხვედრაში „შავ-ლურჯებმა” 3:1 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ ორი გოლი თავად გაიტანა, მესამე კი ლაუტარო მარტინესს გაატანინა. ეპიზოდებს ლუკაკუს მონაწილეობით ქვემოთ, ვიდეოში გთავაზობთ.
იტალიური პრესა და სხვა საიტები წერენ, რომ ეს იყო ბელგიელის კარიერაში 299-ე და 300-ე გოლები, თუმცა ხსენებული რიცხვი „ვიკიპედიაში” ჩამოთვლილის ჯამთან გვარიან განსხვავებას იძლევა. სავარაუდოდ, „ვიკიპედია” ცდება. ასე მაგალითად, https://www.goal.com წერს, რომ ლუკაკუს „ევერტონში” 87 გოლი აქვს გატანილი, „ვიკიპედიაში” კი ფორვარდს „ევერტონის” გასწვრივ 68 უწერია.
„ლაციოს” კარში ლუკაკუმ პირველი გოლი პენალტით გაიტანა. მეორე გოლს კი თანამსაჯი არ თვლიდა, მაგრამ ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა და არბიტრებს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
ამრიგად, „ინტერი” 22 ტურის შემდეგ 55 ქულით ლიდერობს. „მილანი” მას ერთი ქულით ჩამორჩება. მილანის ორი გუნდი ერთმანეთს შემდეგ ტურში, 21 თებერვალს ხვდება. მოგეხსენებათ, მილანურ დერბის „დერბი დელა მადონინას” უწოდებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
