ის ამერიკის 17-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა და გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ბოლო სამი წელიწადია ევროპაში თამაშობს: ევროპული კარიერა ბულგარეთში დაიწყო, გააგრძელა საბერძნეთში და ახლა ესპანეთშია და იქაური უმაღლესი ლიგის გუნდის ბომბარდირია. მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 16.5 ქულა (48.7% ორქულიანი, 37.9% სამქულიანი, 86.5 საჯარიმო), 3.8 პასი, 2.4 მოხსნა.
მოკლედ: ესპანეთის „უკამ მურსიას“ ამერიკელმა გამთამაშებელმა კონერ ფრენკამპმა უკვე მიიღო საქართველოს პასპორტი და თებერვლის „ბაბლისას,“ ( საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე 19 თებერვალს სერბეთს მიიღებს, 21-ში ფინეთს) ევრობასკეტის შესარჩევ თამაშებზე თად მაქფადენის ნაცვლად საქართველოს სწორედ ის დაეხმარება.
კონერ ფრენკამპი 1.85 სიმაღლისაა, 25 წლის გახლავთ.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
