45 წლის მეკარემ კარიერა 4 წლის წინ დაასრულა და ამჟამად უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტია. გამოუვალი მდგომარეობის გამო კი ვეტერანი ნაკრებში დააბრუნეს.
ფრანგებთან ამხანაგური მატჩის წინ ნაკრების ორ ძირითად მეკარეს – ანდრეი ლუნინს და იური პანკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანზე მხოლოდ მესამე მეკარე გეორგი ბუშანია. შოვკოვსკი თადარიგში იჯდება და მოედანზე იმ შემთხვევაში გავა, თუ მატჩამდე ბუშანის ტესტიც დადებითი აღმოჩნდება ან მატჩისას ტრავმას მიიღებს.
უეფას რეგლამენტი იძლევა განაცხადში იმ ფეხბურთელის შეყვანის უფლებას, რომელსაც პროფესიული კონტრაქტი არც ერთ კლუბთან არ აკავშირებს, მაგრამ ამ ქვეყნის პასპორტი გააჩნია. თავის დროზე 42 წლის დინო ძოფი გვაოცებდა იტალიის ნაკრებში. ახლა შოვკოვსკის შანსი აქვს, რამდენიმე წუთით სიმბოლურად მაინც გავიდეს მოედანზე, თუმცა რეკორდამდე მაინც ძალიან შორია.
იცით ვინ არის რეკორდსმენი? იტალიელი მარკო ბალოტა, რომელმაც მეკარეობა 51 წლის ასაკში მოიწყინა. ქომაგებს ბალოტა სერია A-დან, ჩემპიონთა ლიგიდან, იტალიის ნაკრებიდან ახსოვს, საუკეთესო წლები კი რომის „ლაციოში“ გაატარა.
საინტერესოა, რომ ოლექსანდრ შოვკოვსკი გუნდის ვეტერანად ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა, როცა კიევის „დინამოში“ კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე თამაშობდნენ,
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
