გერმანული Bild – ი უმიზეზო ჭორაობაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული…თუ ამჯერადაც ვენდობით, უეფა 2021-2022 წლების სეზონიდან მესამე ევროტურნირის დაწესებას აპირებს. მასში, სავარაუდოდ, 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ევროპის თასი ერქმევა.
სიახლის მიზეზი ევროპის ლიგის „გამარგვლაა“. ამჟამად მასში 48 კლუბი მონაწილეობს და ვარუდობენ, რომ 32-მდე შემცირებით, ევროპის ლიგის მიმართ ტელეკომპანიების და სპონსორების ინტერესი გაიზრდება.
კიდევ ერთი ჩანაფიქრი ის გახლავთ, რომ ახლად დაწესებულ ევროპის თასზე მაქსიმალურად გაადვილდეს სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მონაწილეობა. ევროპის ლიგისგან განსხვავებით, უეფა ევროპის თასზე სპონსორთა მოზღვავებას არ ელის და რეპორტაჟებიც, სავარაუდოდ, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით განხორციელდება.
ჯერ უცნობია, როგორ შეირჩევა ევროპის თასზე მონაწილე კონტიგენტი, თუმცა სახელიც კი გასულ საუკუნეში არსებული და 1999 წლიდან გაუქმებული თასების მფლობელთა თასის ასოციაციას იწვევს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
