Image 326 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, სადაც საქართველოს ნაკრები ისრაელს  დაუპირისპირდება, ჟურნალისტთა კითხვებს ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს:

ვილი სანილი: ერთა ლიგა სექტემბერში იწყება, იქამდე დიდი დროა. გუნდში მსუბუქი ატმოსფეროა, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ იძლევა. გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე მცირე პრობლემებით მოვიდნენ, ფინალი რომ იყოს აუცილებლად ითამაშებდნენ, მაგრამ ახლა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებენ თუ არა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კაპიტანი ხვიჩა გახდა, არ მახსენდება მეთქვას, რომ კიტეიშვილი კაპიტანი იქნებოდა. კაპიტანი ფეხბურთელებთან კონსულტაციით გადაწყდა. სხვადასხვა ტიპის კაპიტნები გვყავდა – ჯაბა მებრძოლი იყო, გურამი – ტაქტიკურად განსწავლული. ხვიჩას თავისი გზა ექნება.

ამხანაგურ შეხვედრაში წარმატება მეტი დინამიკა, დისციპლინა და ამბიციურობაა. შემოდგომისგან განსხვავებით, უკეთესობა შეინიშნება და იმედი მაქვს დადებით შედეგს ვაჩვენებთ.

ქართველი გულშემატკივარი გამორჩეულია, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გვახსოვს. გულშემატკივრებს თანადგომისკენ მოვუწოდებ, რთულ პერიოდში ერთად ყოფნა მომავალი წარმატების საწინდარია.

ხვიჩა კვარაცხელია: სრულიად საქართველოს, ჩვენი უწმინდესის, ილია მეორეს გარდაცვალება მინდა მივუსამძიმრო. ბედნიერი ვარ, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მას შევხვდი.

უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ნაკრების კაპიტანი, ეს ძალიან რთულია, თანაც თამაში ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას კაპიტნობით მომიწია. ვეცდები ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და თანაგუნდელებისთვის მაგალითი ვიყო. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვგეგმავ.

ჯაბასგან და გურამისგან სირთულეების დროს, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვისწავლე. მინდა მეც ასეთი კაპიტანი ვიყო.

თამაშების დროს ხშირად ემოციური მომენტია, როდესაც მსაჯთან მივდივარ და ჩემს აზრს ვეუბნები, ხშირად მისთვის ბოდიშიც მომიხდია. ნაკრების კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მსაჯთან საუბარიც ამაში შედის.

ერთა ლიგისთვის უკვე ვემზადებით, სხვადასხვა კომბინაციებს ვამუშავებთ, რაც სექტემბერში გამოგვადგება.