19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს.
თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს.
ორივე გუნდი უკვე კახეთშის მთავარქალაქშია და მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ისრაელის ნაკრებმა ვარჯიში დახურა, საქართველოს ნაკრებმა – მცირე ხნით გააღო.
ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ტიტე კალადანაძე ესაუბრა:
„ჩვენი გუნდისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშია. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება, რადგან ამ გუნდის თამაშები მხოლოდ ვიდეოს საშუალებით გვაქვს ნანახი. იმედი გვაქვს, ამ სირთულის მიუხედავად ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ და მატჩი ისე დასრულდება, როგორც გვსურს…
გვაკლია გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, ერეკლე არსენიშვილი, ზურაბ გოგავა. ეს მანამდეც ცნობილი იყო და ჩვენი მწირი სათადარიგოთა სკამიდან გამომდინარე დიდი დანაკლისია. თუმცა, ვინც გამოვიძახეთ, მათგან ყველა ჯანრთელად არის და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება…
გუნდში კარგი განწყობაა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი თამაშამდე არ მინდა. მსურს ეს კარგი ხასიათი და განწყობა შაბათის საღამოს გვქონდეს…
ჩვენ გვაყს უკვე გამოცდილი ხელბურთელები, რომლებიც ძლიერ ლიგებში გამოადიან და ამ ფაქტმა გუნდზე დადებითად იმოქმედა. მეტი თამაში მაღალის დონის მეტ გუნდთან ხელბურთელებსაც ზრდის. გარდა ამისა, ნაკრებს ერთად სავარჯიშოდ ბევრი დრო არ აქვს, ისინი თავიანთი გუნდები ფიზიკურად, ტენიკურად და ტაქტიკურად უკვე მომზადებულები ჩამოდიან. შესაბამისად, იმ მონახაზს, რომელსაც აქ ვახვედრებთ, იოლად ერგებიან…
გუნდში გვყავს ახალგაზრდებიც, რომლებიც ისეთივე სისტემით ვარჯიშობენ, როგორც ნაკრები და ვინც ეროვნულ გუნდში ხვდება, ამ კუთხით, მათთვის ახალი არაფერია. ამიტომ, მათი ინტეგრაცია და შერწყმა ადვილად ხდება“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე; მოედნის მოთამაშეები: გიორგი ლაპიაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ ბიბლაია, ნიკოლოზ კალანდაძე, დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა, მირიან გავაშელიშვილი, ლევან იმნაძე, საბა ბუიღლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი, გიორგი დიხამინჯია.
შეგახსენებთ, საქართველო-ისრაელის წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მიხეილ ჟორჟოლიანი თელავიდან საგანგებოდ სარბიელისთვის





