Raptors' home run free agent signing is already changing everythingNBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32 წუთი მიეცა.

სანდრო გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. მან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ექვსი ორქულიანიდან ზუსტი ორი აღმოჩნდა, ხოლო ორი საჯარიმოდან – ერთი. მისი მოედანზე ყოფნისას „ტორონტომ“ მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო.

გოგა ბითაძემ ზედიზედ მეორედ ზუსტად იმ დროს შევიდა მოედანზე, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – „ორლანდო“ „მილუოკისთან“  31 ქულას იგებდა, საბოლოოდ კი 130:91 იმარჯვა. ბითაძემ ბოლო 8.23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ჩვენებურმა სამივე ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამიანი ააცილა, ხოლო ოთხი საჯარიმოდან ზუსტი ერთი იყო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას ფლორიდელებმა რვა ქულით მეტი ჩააგდეს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „ტორონტო“ 36 მოგებითა და 27 წაგებით მეხუთეა, ხოლო „ორლანდო“ 35 მოგებითა და 28 მარცხით – მეექვსე. „ტორონრო“ მომდევნო ჰიუსტონში ითამაშებს, ბითაძის გუნდი კი „კლივლენდს“ დაუხვდება.