გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სტამბოლში, „გალათასარაის“ წინააღმდეგ მატჩისას შედგა და ჩანს, ახლაც, ლიგის მერვედფინალშიც ჩვენიანი დაიცავს „ლივერპულის“ კარს.
საქმე ისაა, რომ მერსისაიდელთა მთავარმეკარე ალისონი ამ დილით, ვარჯიშზე დაშავდა და საექიმო შეიქნა. კი თქვეს, ტრავმა სერიოზული არ არისო, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით ალისონი არ გარისკავს და მატჩს შინ უყურებს, თამაშით კი 99-პროცენტიანი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.
შეგახსენებთ, „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ მერვედფინალის პირველი მატჩი სტამბოლში 10 მარტს შედგება.






