„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით მატჩში „ორლანდო სიტის“ წინააღმდეგ.

ამ თამაშში არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მესი სამგზის მსოფლიო ჩემპიონს პელეს გაუთანაბრდა, ისინი ახლა ფეხბურთის ისტორიაში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობით. უდავო ლიდერი კი ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანოა, რომელსაც ჯარიმიდან 77 გოლი აქვს გატანილი.

შემდეგ მატჩში „ინტერ მაიამი“ 8 მარტის ღამეს „დი სი იუნაიტედს“ სტუმრად დაუპირისპირდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი შესაძლოა 5 მარტს თეთრ სახლს ეწვიოს.

Inter Miami rallies to 4-2 victory over Orlando City