ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საზოგადოებას შესთავაზა ფეხბურთის წესების შეცვლა მადრიდის რეალის თავდამსხმელის ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის შემდეგ. მისი განცხადებით მოედნიდან ის მოთამაშეები უნდა გააძევონ, რომლებიც საუბრისას პირს ხელებით ან ტანსაცმლით დაიფარავენ.
ინციდენტი 17 თებერვალს რეალსა და ბენფიკას შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩისას მოხდა. გოლის გატანის შემდეგ, ვინისიუსი პორტუგალიელ ნახევარმცველ ჯანლუკა პრესტიანისთან შელაპარაკებაში ჩაება, რომელიც პირს მაისურით იფარავდა. შემდეგ, ბრაზილიელმა მსაჯთან დაიჩივლა, აქაოდა ბენფიკას ფეხბურთელმა რასისტული შეურაცხყოფა მომაყენაო. მატჩი თითქმის 10 წუთით შეჩერდა. მოგვიანებით, უეფამ დისკრიმინაციული ქცევის გამო პრესტიანი საპასუხო მატჩი გამოატოვებინა.
„თუ ფეხბურთელის პირს ხელით იფარავს და რასისტული ელფერით რაღაცას იტყვის, ის აშკარად უნდა გააძევონ მოედნიდან. სავარაუდოდ მან თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირის დაფარვა არ მოუწევდა“, – თქვა ინფანტინომ.
ფიფამ შესაბამისი ცვლილებები შეიზლება მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის მიიღოს. ინფანტინომ ასევე შესთავაზა სასჯელის შემსუბუქება იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც საჯაროდ მოინანიებენ და ბოდიშს მოიხდიან უმსგავსობისთვის. ამჟამად რასისტული შენიშვნები მინიმუმ ათი მატჩით დისკვალიფიკაციით ისჯება.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
