Giorgi Kvilitaia of Metz and Joris CHOTARD of Stade Brestois 29 during the Ligue 1 McDonald's match between Metz and Brest on March 1, 2026 at Stade...
უტევს გიორგი ქვილითაია

„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა.

ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. პირველ ათ წუთში ორი გოლის გატანაც შეეძლოთ. შემდეგ მსაჯმა უხეშობისთვის სტუმრებს მალელი მცველი დაუდა გუინდო გაუძევა და მეცელებს, რომელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო, კიდევ უფრო გაეხსნათ ხელ-ფეხი. საბოლოოდ… შეხვედრა მაინც „ბრესტის’’ გამარჯვებით დამთავრდა. გოლი ლუდოვიკ აჟორკმა გაიტანა. სურათის ცხადად წარმოდგენისთვის ვთქვათ, რომ მასპინძლებმა კარში 24-ჯერ დაარტყეს, ხოლო სტუმრებმა 6-ჯერ.

ამ წაგების შემდეგ „მეცის’’ მდგომარეობა დამძიმდა. ბენუა ტავენის ქვეშევრდომებს სავარაუდოდ, ფლეი-აუთში მოხვედრის იმედი თუ ექნებათ, მაგრამ იქამდე მისვლაც გაუჭირდებათ, რადგან მყარად არიან ბოლო ადგილზე და „ნანტს’’ 5 ქულით ჩამორჩებიან.

წიტაიშვილმა თავიდან ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. გიორგი აბუაშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად, ხოლო გიორგი ქვილითაია მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. მათ ასეთი შეფასებები მიიღეს:

გიორგი წიტაიშვილი

flashscore – 7.3; sofascore – 6.4; whoscored – 6.7;  fotmob- 7.2

გიორგი აბუაშვილი

flashscore – 6.2; sofascore – 6.6; whoscored – 5.9;  fotmob- 6.1

გიორგი ქვილითაია

flashscore – 6.8; sofascore – 6.5; whoscored – 6.2;  fotmob- 6.4