ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ ანუ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის საგაისო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის საბრძოლველი აქვთ. „ვილიარეალსა’’ და „ატლეტიკოს’’ ერთმანეთის პირისპირ წარდგომა ჩემპიონატის ბოლო ტურში 24 მაისს უწევს.
AS წერს, რომ თუ „ვილიარეალი’’ ამ შეხვედრაში ფრეს მაინც ვერ მიაღწევს ითამაშებს, გამოვა, რომ ის ისტორიაში, ერთი სეზონის განმავლობაში პირველად დამარცხდება ესპანეთის სამივე დიდ გუნდთან: „რეალთან’’, „ბარსელონასთან’’ და „ატლეტიკოსთან’’.
აქამდე „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ამ სამი გუნდიდან რომელიმესთან ერთ ქულას მაინც იღებდა. ბუნებრივია, გამონაკლისი იყო ის სეზონები, როდესაც „ატლეტიკო’’ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში არ თამაშობდა. სხვა სიტყვებით, მაგალითად 2001-02 წლების სეზონში „ვილიარეალმა’’ „რეალთან’’ და „ბარსელონასთან’’ ყველა შეხვედრა წააგო, მაგრამ იმ წელიწადს „ატლეტიკო’’ მეორე დივიზიონში თამაშობდა და სამ დიდ გუნდთან თამაშის სტატისტიკის დათვლა ვერ მოხერხდა.
მიმდინარე სეზონში „ვილიარეალმა’’ ორივე შეეხვედრა წააგო „ბარსელონასთან’’ (0:2; 1:4) და „რეალთან’’ (1:3, 0:2), ხოლო „ატლეტიკოსთან’’ ჯერჯერობით ერთი აქვს ნათამაშევი – 0:2.





