AS: მიქაუტაძე პასს იშვიათად იღებდა. ის იზოლირებული იყო. ქართველი ბურთის ძიებაში უკან ჩარბოდა, მაგრამ შემოტრიალებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. მას სივრცე აკლდა’’.
„ვილიარეალმა’’ ბარსელონაში 1:4 წააგო. ამ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, 37-ზე კი მეორე შეაგდო. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, სენეგალელმა პაპე გუიემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 69-ზე იამალმა მესამეც გაიტანა, რასაც 90+1 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ მეოთხე და ბოლო დაამატა.
„ვილიარეალის’’ თავკაცმა მარსელინომ განსაკუთრებით იმ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც „ბარსელონას’’ მესამე გოლი მოჰყვა.
„ისეთი შეცდომა, რომელმაც „ბარსელონას’’ მესამე გოლი გამოიწვია თითქოს ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ჩემთვის ის დაცვაში თამაშის ინტენსივობის საშინელი დეფიციტის მაჩვენებელია. და მე ეს ამბავი მაწუხებს, რადგან ჩვენ ამაზე საგანგებოდ, ბევრს ვმუშაობთ, თითქოს ვიცით როგორ გამოვასწოროთ. ამან ძალიან გამანაწყენა. როდესაც „ბარსელონას’’ ანგარიშს ასე გააზრდევინებ და ის 3:1 გახდება, ესე იგი მოგება უკვე გამორიცხულია. ამ გოლმა მთელს გუნდზე საშინლად იმოქმედა. იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ხელიდან მოგების ან თუნდაც ფრის, შანსი გავუშვით, მაგრამ შეგვეძლო ბოლო წამამდე დაძაბულობა შეგვენარჩუნებინა’’.
ჟორჟ მიქაუტაძემ „ბარსელონასთან’’ შეხვედრაში საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღო:
flashscore – 6.5 (მეორე შეფასება „ვილიარეალში’’); sofascore – 7.2 (საუკეთესი შეფასება); whoscored – 6.7 (საუკეთესო შეფასება); fotmob – 7.1 (მეორე შეფასება).




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
