„პარი სენ ჟერმენს’’ სავარაუდოდ თამაშს გადაუდებენ. ლაპარაკია „ნანტთან’’ შეხვედრაზე, რომელიც თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩს შორის უნდა გამართულიყო. მოგეხსენებათ, პსჟ-ს კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსი’’ არგუნა, ლონდონელებთან ორ შეხვედრას შორის კი, 26-ე ტურში საფრანგეთის ჩემპიონს „პარკ დე პრენსზე’’ „იადონებისთვის’’ უნდა ემასპინძლა.
პარიზელების პირველი დაპირისპირება „ჩელსისთან’’ 11 მარტს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17 მარტს ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე’’. „ნანტთან’’ მატჩი მათ შორის, 14 მარტს იყო ჩანიშნული, რის გამოც გამოდიოდა, რომ ლუის ენრიკეს შეგირდებს მხოლოდ სამი დღე უნდა დაესვენათ.
სწორედ ამ მოტივით მიმართეს პარიზელებმა საფრანგეთის ფეხბურთის ლიგას თხოვნით, გადადონ „ნატთან’’ შეხვედრა 20 აპრილისთვის. ამ საკითხზე „ნანტთან’’ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ლიგის პასუხი სავარაუდოდ დადებითი იქნება.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
