ხვიჩა კვარაცხელია უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. შეგახსენებთ, ხვიჩას პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში 5:4 მონაკო დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 2:2 მორჩა, ჩვენიანი შემტევი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეორე გატანილი გოლითაც გამორჩა. უეფამ სათანადოდ დააფასა კვარას გარჯა და სიმბოლურ გუნდის მარჯვენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი.
ობლაკი (ატლეტიკო); ძაპაკოსტა (ატალანტა), ბიორტუფტი (ბოდო გლიმტი), ტაპსობა (ლევერკუზენი), მაკკენი (იუვენტუსი); კვარაცხელია (პსჟ), ჩუამენი (რეალი), ტონალი (ნიუკასლი), ჰაუგე (ბოდო გლიმტი); ოსიმენი (გალათასარაი), სორლოტი (ატლეტიკო)





![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
