ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს. პირველი ტაიმი პარიზელებმა 0:1 წააგეს.

მეორე ტაიმში „მონაკო“ კაცნაკლული დარჩა და ჯერ მარკინიოსმა გაათანაბრა ანგარიში, რამდენიმე წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლები დააწინაურა.