გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვილირეალის“ თავდამსხმელმა გამოკითხვაში, რომელიც ES Sports-ის გვერდზე მიმდინარეობდა, ფედერიკო ვალვერდეს („რეალი“), ლუის მილიას („ხეტაფე“), ტომა ლემარს („ჟირონა“) და აბდე ელზალზულის („ბეტისი“) აჯობა.
თებერვალში მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ სამ თამშში გატანა გოლი – „ესპანიოლის“, „ხეტაფესა“ და „ლევანტეს“ კარში და ამას გარდა ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
თებერვალის ბოლო დღეს „ვილიარეალი“ სტუმრად „ბარსელონას“ ეთამაშება.






![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)