წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში „აპოლომ“ ძირითად დროში მესამე ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში მეორედ წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იტალიურ „დე აკერთან“ დამარცხდა – 15:16 და ჯგუფიდან გასვლა გაირთულა.

არადა, მოსაგები თამაში იყო: პირველი მეოთხედში 5:3 წავიყვანეთ, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე მეოთხედში გავანიავეთ და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბრად გავიდნენ – 7:7.

კარგი გვქონდა მესამე მეოთხედიც და 10:8 დავწინაურდით. ორბურთიან უპირატესობას ვინარჩუნებდით ბოლო მეოთხედის შუამდეც, თუმცა იტალიელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება და მატჩის პენალტების სერიაში გადაყვანა. ხუთმეტრიანები კი, აპენინელებმა უკეთესად შეასრულეს, ორი ქულა წაიღეს, ჩვენ კი ერთი გვერგო.

C ჯგუფში ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ მეტოქეებს მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და უკეთეს მდგომარეობაში არიან.

აპოლო დღეს 22:00 საათზე ბოლო მატჩს „მონპელიესთან“ ითამაშებს. მანამდე კიდევ რამდენი თამაშია, რის შემდეგ უკეთ გაირკვევა დარჩება თუ ქართულ გუნდს ჯგუფიდან გასვლის.

D ჯგუფში მეორე მატჩი წააგო „დინამომ“ – ამჯერად „ცრვენა ზვეზდასთან“ 9:11 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. „დინამო“ მეორე მეოთხედის დასაწყისში 1:6 ჩამორჩა, მესამე მეოთხედში ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ ბოლო ნაწილი სერბებმა უკეთ ჩაატარეს და იმარჯვეს კიდეც.