მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…

Home კატეგორიის გარეშე მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…
მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…

NBA-ში რეგულარული სეზონი განახლდა. თითქმის ერთკვირიანი უქმობის შემდეგ ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ, მაგრამ ერთი ჩვენებური პარკეტზე არ გასულა.

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „საკრამენტოს“ 131:94 აჯობა. „ჯადოქრების“ მწვრთნელმა კი, მოედანზე ბითაძის გარდა ყველა კალათბურთელი შეუშვა. ეს კი არ არის დამაიმედებელი ამბავი, როდესაც „გარბიჯ თაიმშიც“ სათამაშო დრო არ ეძლევა.

„ორლანდოს“ კი, 29 მოგების წილ, 25 მარცხი აქვს და კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევო მატჩი „ფინიქსთან“ სტუმრად უწევს.

მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომაც“. კანადელები სათამაშოდ ჩიკაგოში ჩავიდნენ და „ბულსი“ 110:101 დაამარცხეს.

მამუკელაშვილმა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე დიდი დრო არ გაუტარებია – 15:53 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ჩვენებურმა სამიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას „ტორონტომ“ მეტოქეზე რვა ქულით ნაკლები ჩააგდო.

„რეპტორსს“ 33 მოგება, 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.