მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა გამოდიოდა.

გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და ჯამში მოპოვებული 209.99 ქულით, საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე დარჩა.

ისიც ვთქვათ, რომ გუბანოვამ წინა ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 ადგილი დაიკავა და ახლა ეს შედეგი ერთით გაამჯობესა.

ამით საქართველოს დელეგაციამ მილანსა და კორტინაში ასპარეზებობა დაასრულა.

ჩვენი მონაგარი ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეტელკინა/ბერულავას წყვილმა ფიგურული ციგურაობის სპორტულ წყვილებში მოუტანა.