დაიწყო წყალბურთელთა კონფერეს ლიგა, სადაც ორი ქართული გუნდი გამოდის – თბილისის „აპოლო“ და „დინამო“.

„აპოლო“ C ჯგუფშია, სადაც მეტოქედ უნგრული „ჰონვედი“ ჰყავდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, საბოლოოდ, პენალტებში 19:20 დამარცხდა. „აპოლომ“ კარგად დაიწყო და მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ორჯერ ოთხი ბურთით დაწინაურდა, დიდ შესვენებაზე კი, სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა.

ბოლო ნაწილი უნგრელებმა უკეთ ჩაატარეს: მესამე მეოთხედში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირეს, მეოთხეში კი გათანაბრება მოახერხეს – 14:14. შედეგად, ხუთმეტრიანი პენალტები დაინიშნა, სადაც „ჰონვედი“ უკეთესი იყო, 6:5 იმარჯვა და სენსაცია ჩაგვიშალა.

„აპოლო“ ხვალ ხორვატიულ „რიეკასთან“ ითამაშებს.

D ჯგუფში მოასპარეზე „დინამომ“ კი იტალიურ „პესიპოლოსთან“ დამარცხდა – 8:13. აპენინელები დიდი შესვენებისთვის სოლიდურად იგებდნენ – 8:2. „დინამომ“ მესამე და მეოთხე მეოთხედები უკეთ ითამაშა, სხვაობა სამ ბურთამდეც დაიყვანა, მაგრამ მეტის მიღწევა ვერ შეძლო.

„დინამოს“ მომდევნო მატჩი სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ 21 თებერვალს უწევს.