წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში ქართულმა კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – „აპოლომ“ პენალტების სერიაში ხორვატული „პრიმოერიე რიეკა“ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა.
პირველი ტაიმი ქართული გუნდის იყო და ანგარიშს აკონტროლებდა. შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და თამაშზე კონტროლი უკვე ხორვატებმა დაამყარეს. „აპოლომ“ თამაში ბოლო წამზე გატანილი გოლით გადაარჩინა და ძირითადი დრო 13:13 დამთავრდა.
პენალტების სერია ხანგრძლივი გამოდგა და „აპოლომ“ 10:9 იმარჯვა.
შეგახსენებთ, „აპოლო“ 19 თებერვალს ასევე პენალტების სერიაში უნგრულ „ჰონვედთან“ დამარცხდა.
შედეგად ქართულ გუნდს ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, მაგრამ კონკურენტებს სათამაშო აქვთ. ყველაფერი დარჩენილ ტურებში უნდა გადაწყდეს.
„აპოლო“ 21 თებერვალს ორ მატჩს ჩაატარებს: ჯერ ჯგუფის უმთავრეს ფავორიტს, იტალიურ „დე აკერს“ ეთამაშება, ხოლო ბოლოს ფრანგულ „მონპელიეს“ გაეჯიბრება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
