Pablo LONGORIA, President of Marseille during the Ligue 1 McDonald's match between Angers SCO and Olympique de Marseille at Stade Raymond Kopa on...
პაბლო ლონგორია აღარ გამოჩენილა

ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია: „მარსელის „ოლიმპიკს’’ ჰაბიბ ბეიე გაწვრთნის. კლუბმა გამოაცხადა, რომ რობერტო დე ძერბი ფეხბურთის 48 წლის სპეციალისტმა შეცვალა.

ბეიე ბოლოს „რენში’’ მუშაობდა, საიდანაც დაახლოებით მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც დე ძერბი „მარსელიდან’’. სენეგალის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზღვისპირელებთან 2027 წლის ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის დაუბრუნდა კლუბს, რომელშიც 2003-07 წლებში თამაშობდა და რომლის გულშემატკივარსაც უყვარდა.

მარსელის გარდა ბეიე თამაშობა „სტრასბურში’’, „ნიუკასლ იუნაიტედში’’, „ასტონ ვილასა’’ და „დონკასტერ როვერსში’’.

ბეიე „მარსელში’’ მკაფიო გეგმითა და მიზნით მივიდა: უნდა გამოაცოცხლოს და გარდაქმნას გუნდი, რომელიც ბოლოხანს ქაოსშია. სპორტული შედეგები ცუდია – ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება – და კლუბში არასტაბილური ინსტიტუციონალური მდგომარეობაა. დიდი ალბათობით პრეზიდენტი პაბლო ლონგორია თანამდებობას დატოვებს, სპორტული დირექტორი მეჰდი ბენატია კი რამდენიმე დღის წინ წასვლას აპირებდა, მაგრამ დარჩა და ახლა მისი პოზიციები შეიძლება გაძლიერდეს.

ახალი მწვრთნელის დანიშნა სწორედ ბენატიამ გამოაცხადა. საჯარო კომენტარი დაწერა კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ ფრენკ მაკკორტმაც. ის ჰაბიბ ბეიეს დანიშვნას მიესალმა. აი, ლონგორია კი არსად გამოჩენილა, ახალი მწვრთნელის საპრეზენტაციო ფოტოზეც კი.