
„ბენფიკას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ კომენტარი გააკეთა რასობრივ სკანდალზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩში მადრიდის „რეალთან“ თამაშისას მოხდა. სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს.
„ორივე მხარეს მოვუსმინე. ვინისიუსი ერთს ამბობს, პრესტიანი კი სრულიად სხვას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ობიექტურობა შევინარჩუნო და არ ვაპირებ რომელიმე მხარის დაჭერას. ინციდენტამდე კარგი ფეხბურთი ვნახეთ. „ბენფიკამ“ ძლიერად დაიწყო, თუმც მადრიდელებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს“.
შეგახსენებთ, „ბენფიკა“ – „რეალი“ მეორე ტაიმში მას შემდეგ შეწყდა, რაც „რეალის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა განაცხადა, რომ ბენფიკას ნახევარმცველმა ჯანლუკა პრესტიანიმ მას მაიმუნი უწოდა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
