
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ისტორიული მედალი მოიპოვა და ეს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა მოახერხა.
ფიგურულ ციგურაობის სპორტულ წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები მეორე ადგილზე გავიდნენ. მეტელკინა-ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგაც მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, სადაც ჩვენებმა მცირე ხარვეზებით, მაგრამ დამაჯერებლად ისრიალეს და ისტორია დაწერეს.
მეტელკინა-ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში 146.29 ქულა დაიმსახურეს, ჯამში 221.75 და მხოლოდ იაპონელ წყვილს ჩამორჩნენ. მიურასა და კიჰარას წყვილი კი მართლაც შეუდარებელი იყო – თავისუფალ პროგრამაში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და ოლიმპიური ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ.
ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრია დარჩენილი, სადაც ჩვენი სახელით ანასტასია გუბანოვა გამოვა.





![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)