Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint Germain argues with Referee Jesús Gil Manzano during the UEFA Champions League match between Bayer Leverkusen v...უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ პირველი შეხვედრის მსაჯად 43 წლის ესპანელი ხესუს ხილ მანსანო დანიშნა. მანსანოს ასისტენტებიც ესპანელები იქნებიან.  შეხვედრა სამშაბათს, 17 თებერვალს მონაკოში „სტად ლუი მეორეზე’’ გაიმართება.

სტატისტიკა ამბობს, რომ ეს არბიტრი უკვე პსჟ-ს მეექვსე თამაშს მოემსახურება. პირველად მისი და პარზელთა გზები 2021 წელს გადაიკვეთა, ხოლო ბოლოს ხილ მანსანომ 21 ოქტომბერს ლევერკუზენში „ბაიერისა’’ და პსჟ-ს შეხვედრა (2:7) იმსაჯა.

ბოლო მატჩი ყველას დაამახსოვრდა პარიზელთა შესანიშნავი თამაშით შეტევაში (ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გადააწოდა) და ორი გაძევებით. ესპანელმა რეფერიმ გერმანული გუნდიდან რობერტ ანდრიხი, ხოლო ფრანგული გუნდიდან ილია ზაბარნი გააძევა. ამის მიუხედავად ხესუს ხილ მანსანო წითელ-ყვითელი ბარათების მოყვარულ მსაჯად არ ითვლება.

გამოცდილ ესპანელს ლა ლიგაში 266 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგაში მისი მონაგარია – 30, ევროპის ლიგაში – 19 და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში 10.