AS: „ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა. ისარგებლა იმით, რომ ბურთი ძელს მოხვდა, ფეხბურთელები კი საჯარიმოში ხელსაყრელად იყვნენ განლაგებულები. ამას მას დავიდ სორიასთვის გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა’’.
ჟორჟ მიქაუტაძის მიერ „ხეტაფესთან’’ შეხვედრის 76-ე წუთზე გატანილი გოლის ასეთი აღწერა „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის საუცხოო თამაშს აუბრალოებს, მაგრამ იგივე გამოცემა მატჩის მიმოხილვას ასე იწყებს: „ხეტაფემ’’ ოქროს გამარჯვება მოიპოვა (2:1) რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდმა თამაში გამოასწორა და გასავარდნ ზონას გასცდა. ბორდალასის ფეხბურთელები „ვილიარეალს’’ აღემატებოდნენ, ამ უკანასკნელს კი მოგება თითქოს მხოლოდ მოედანზე მიქაუტაძის შესვლის შემდეგ მოუნდა. ქართველი საქმეში მაშინ ჩაერთო (66-ე წუთი)ლ, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო მასპინძლების სასარგებლოდ… მოედანზე მიქაუტაძის და კომესანიას შესვლის შემდეგ სტუმართა გუნდმა სორიას საჯარიმო მოედნში ხშირი გამოჩენა დაიწყო. „ხეტაფეს’’ მეკარეს პირველად თამაშის დაწყებიდან ერთი საათის მერე შეექმნა პრობლემა. ქართველმა თავდამსხმელმა ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ბრწყინვალე შესაძლებლობა შექმნა, რომელიც გოლით დაასრულა. მან ბურთის ფლობის უმაღლესი დონე გვაჩვენა’’.
„მარკამ’’ კი თავის წერილში აი, რაზე გაამახვილა ყურადღება: „მარსელინომ მოლეიროს, აიოზეს და მიქაუტაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებით ყველა გააკვირვა. შემტევი მოთამაშეების გარეშე „ვილიარეალმა’’ შეხვედრის უმეტესი ხნის განმავლობაში უნაპერწკლოდ ითამაშა… მიქაუტაძის შემოყვანამ „ვილიარეალს’’ ორბურთიანი დეფიციტის შემცირების შესაძლებლობა მისცა. ქართველმა პეპეს და გუიეს დარტყმების მერე ასხლეტილი ბურთი იხელთა და სასწაული შექმნა – დუარტე და სორია მიწაზე გააწვინა, თვითონ კი გოლი გაიტანა’’.
„მარკამ’’ ჟორჟს თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასებ ― ორი ვარსკვლავი დაუწერა. სხვა გამოცემებმა ქართველი ასე შეაფასეს:
flashscore – 7.1 (ალფონსო პედრასასთან ერთად); sofascore – 7.3 (ალფონსო პედრასასთან ერთად); whoscored – 7.2 (გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება); fotmob – 7.5(ალფონსო პედრასასთან ერთად).
აღსანიშნავია, რომ ეს იყო „ვილიარეალის’’ მწვრთნელის მარსელინოს საიუბილეო მეორასე შეხვედრა „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ თავკაცის თანამდებობაზე. მისი გუნდი 24-ე ტურის შემდეგ ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ თუ დღეს „ბეტისი’’ მალიორკაზე მოიგებს, მათ შორის სხვაობა უკვე 4 ქულამდე შემცირდება. „ვილიარეალს’’ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ხეტაფეს’’კი ზედიზედ 14 შეხვედრაში არ ჰქონდა მოგებული.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
