მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ვაჟთა ინდივიდუალური ტურნირი, სადაც ნიკა ეგაძემ მე-10 ადგილი დაიკავა.
ნიკა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალში ბევრად უკეთ ისრიალა და 175.16 ქულით მეშვიდე შედეგი აჩვენა. ორი დისციპლინის შემდეგ ეგაძეს 260.27 ქულა მოუგროვდა, რაც მე-10 ადგილისთვის ეყო. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენებურს არ ჰქონდა ისეთივე გამოსვლა, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, სადაც ოქროს მედალი აიღო. ეგაძეს შეფილდში ნაჩვენები შედეგი რომ გაემეორებინა, ოლიმპიურ თამაშებზე მეექვსე ადგილზე გავიდოდა.
ფიგურულ სრიალში მედლების კიდევ ორი კომპლექტია გასათამაშებელი: სპორტული ცეკვებში მეტელკინა/ბერულავას დუეტი საქმეში ხვალიდან ჩაერთვება და მათგან ისტორიულ მედალს ველით. ამის შანსი კი ნამდვილად არსებობს.
ბოლოს ყინულზე ქალები გავლენ, სადაც საქართველოს ანასტასია გუბანოვა წარმოადგენს.





![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)