მსოფლიო ჯეფრი ეპშტეინის ფაილებზე გადაირია. ლამის არ დარჩა ცნობილი ადამიანი რომლის სახელიც ამ ამერიკელ ფინანსისტთან და არასრულწლოვანთა გამრყვნელთან არ დააკავშირეს. ერთ-ერთი ბოლო ვინც ასეთმა დაკავშირებამ გააბრაზა და სასამართლოში ჩივილს აპირებს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერია, რომელმაც ბევრ კლუბში ითამაშა, მაგრამ ფეხბურთის ისტორიას „ბაიერნის’’ ლეგენდად შემორჩა.
მედიას გაახსენდა, რომ რიბერი 2010 წელს პარიზში სუტენიორობის საქმეზე იყო დაკითხული. ახლა კი გაირკვა, რომ ის ნახსენებია 2019 წლის ანონიმურ მასალებში, რომლებიც ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს. მოგეხსენებათ, ეპშტეინმა შექმნა არასრულწლოვანთა სექსუალური ექპლოატაციის მთელი ქსელი, რისთვისაც დაიჭირეს, მაგრამ საქმე სასამართლომდე ვერ მივიდა, რადგან იმავე 2019 წელს ციხეში თავი მოიკლა.
42 წლის რიბერი, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 81 თამაშში 16 გოლი აქვს გატანილი აღშფოთებულია და თავისი ვექილის პირით აცხადებს, რომ მის შესახებ გავრცელდა ტყუილი ინფორმაცია რომელიც უკვე სოციალურ ქსელებში ტრიალებს.
როგორც ირკვევა დოკუმენტში წერია ასეთი სიტყვები: „მისი კავშირი პროსტიტუციის სამყაროსთან ეჭვს აღარ იწვევს’’ და „42 წლის კაცმა მოიძია მისამართი და სცადა ხელი დაერტყა ქალისთვის, რომელიც (სავარაუდოდ ადრე) მის ბაღში იმყოფებოდა’’. მეორე წინადადება ცხადია ბუნდოვანია.





