FC Barcelona abandons Real Madridსუპერლიგის ყბადაღებული პროექტი ჩაფლავდა. გასულ შაბათს მასზე „ბარსელონამ’’ თქვა უარი, ახლა კი „რეალიც’’ შეუერთდა.

ოთხშაბათს მადრიდელებმა გაავრცელეს განცხადება რომელშიც წერია, რომ უეფასთან პრინციპულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და როგორც კი ის საბოლოო დოკუმენტად გადაიქცევა, ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებულ ყველანაირ ლაპარაკს წერტილი დაესმება.

„მრავალთვიანი დისკუსიის შედეგად, რომელიც ევროპული ფეხბურთის ინტერესებს ითვალისწინებდა უეფა, ევროპის საფეხბურთო კლუბების გაერთიანება და „რეალი’’ აცხადებენ, რომ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას. ეს შეთანხმება პატივს სცემს სპორტულ დამსახურებათა პრინციპს, პრიორიტეტად ისახავს კლუბების ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას და გულშემატკივართა შთაბეჭდილებების გაუმჯობესებას’’.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტის პრეზენტაცია შედგა 2021 წელს. მას წამყვანი ევროპული კლუბების დიდი ჯგუფი მალევე ჩამოსცილდა, „რეალი’’ კი ბოლომდე იდეის ერთგული რჩებოდა.