Trent Alexander-Arnold of Real Madrid enters the pitch to replace David Jimenez as a substitute during the LaLiga EA Sports match between Valencia CF...
დავიდ ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა

„რეალის’’ კაპიტანი დანი კარვახალი ბოლო ტურებში საწყლად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. „ვალენსიას’’ წინააღმდეგ როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მან კი არა დავიდ ხიმენესმა ითამაშა, ხოლო შემდეგ, 76-ე წუთზე ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, კარვახალი გაბრაზდა და მწვრთნელ ალვარო არბელოასთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკამათა. თუმცა, ბოლო ცნობების თანახმად კარვახალმა და არბელოამ მოგვიანებით კიდევ ერთხელ ილაპარაკეს და ვნებათაღელვა დააცხრეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ არჩევს სიტუაციას კარვახალი ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან ანტონიო პინტუსთან „მესტალიაზე’’ 2:0 გამარჯვების შემდეგ. ამ დღეს შესრულდა ზედიზედ ხუთი შეხვედრა, რაც კარვახალს არ უთამაშია. 34 წლის მცველმა გამოჯანმრთელების შემდეგ მხოლოდ 27 წუთი დაჰყო მოედანზე, არადა ამ ხნის განმავლობაში „რეალმა’’ 10 შეხვედრა ჩაატარა.

კარვახალი იმან გააბრაზა, რომ ალექსანდერ-არნოლდი მასზე გვიან გამოჯანმრთელდა, მაგრამ მწვრთნელმა ვალენსიაში ხიმენესის მაგივრად მაინც ის ათამაშა.

„მარკას’’ ინფორმაციით კავახალმა და არბელოამ სამშაბათს ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე მშვიდად ილაპარაკეს. მათ გადაწყვიტეს, რომ საკითხს კიდევ დაუბრუნდნენ. AS-მა დასძინა, რომ საუბრით ორივე კმაყოფილი დარჩა.

„რეალს’’ შემდეგი შეხვედრა „რეალ სოსიედადთან’’ აქვს. ესპანურ მედიას ძალიან აინტერესებს, რა შემადგენლობას აირჩევს არბელოა ბასკების წინააღმდეგ. ხიმენესი სამი კანდიდატიდან ყველაზე სუსტად ითვლება, მაგრამ ალექსანდერ არნოლდსა და კარვახალს სამი თვეა სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშიათ.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია ფედე ვალვერდესაც, თუმცა „რეალიდან’’ გამოვიდა ხმები, რომ არბელოა ამიერიდან მას მხოლოდ ნახევარდაცვაში გამოიყენებს.